"პატარა ლეა გაქრისტიანდა..." - ფოტოები ღონისძიებიდან და მარიამ მათიაშვილის ცეკვა ქალიშვილის ნათლობაში - მშობლები

"პატარა ლეა გაქრისტიანდა..." - ფოტოები ღონისძიებიდან და მარიამ მათიაშვილის ცეკვა ქალიშვილის ნათლობაში

2025-05-12 08:56:35+04:00

სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი და მისი მეუღლე დათო თოფურია იანვარში გახდნენ პატარა ლეას მშობლები. გუშინ კი გოგონა მოინათლა. ლეას გაქრისტიანების ცერემონიიდან ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

496823175-18503407726047149-1789103597418762886-n-1747026885.jpg496755388-18503422654047149-1747125636162248504-n-1747026884.jpg496782020-18503407534047149-2384939948216955525-n-1747026884.jpg

496715387-18503407579047149-4068718944697881783-n-1747026884.jpg

ნათლობის შემდგომ წვეულებაზე კი მარიამმა მეგობრებთან ერთად კიდეც იცეკვა.

მარიამი და დათო ორი წელია ერთად არიან და მარიამი ხშირად აღნიშნავს მადლიერებას მეუღლის მიმართ. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე შემდეგი სიტყვებით მიულოცა:

"ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ ჩემი, მადლობა ღმერთს რომ შენნაირი ადამიანის ღირსი გამხადა, მადლობა, რომ შენ დაგიკავშირე ჩემი ცხოვრება, მადლობა, რომ ყოველი დღე შენთან გატარებული ბედნიერებით, სიკეთით, სიყვარულით სავსეა. მადლობა საუკეთესო და დაუვიწყარი ორი წლისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, დარწმუნებული ვარ. ჩემი ძალიან დიდი იმედი და საყრდენი ხარ, ყოველდღე უფრო მეტად გაფასებ და მიყვარხარ. ყველაფერი საუკეთესო წინ გვაქვს, მე ამის მჯერა. ერთად ყველაფერს შევძლებთ. უსაზღვროდ მიყვარხარ და ბოლოს - მადლობა ჩვენი საოცარი შვილისთვის".