“მხარი გაკრა თურმე შემთხვევით და ამას მოყვა ანგარიშსწორება“ - ცნობილია ბარში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა - მშობლები

“მხარი გაკრა თურმე შემთხვევით და ამას მოყვა ანგარიშსწორება“ - ცნობილია ბარში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა

2025-05-12 09:34:31+04:00

თბილისში, ერთ-ერთ ბარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტრაგედია "რატის ბარში“ გამთენიისას მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლეს 30 წლამდე ახალგაზრდა.

  • “კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, მოკლულია 18 წლის ალეკო შაკიაშვილი.

სასტიკი მკვლელობა დილის საათებში მოხდა. ერთი ვერსიით, ალეკომ დამნაშავეს ბარში შემთხვევით მხარი გაკრა და ამას მოყვა საქმის გარჩევა და ეს უმძიმესი დანაშაული. როგორც ამბობენ, სისხლიანი ანგარიშსწორება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. სწორედ ამ დროს დამნაშავემ ყელის არეში და სხეულის სხვა ადგილებში დანით ჭრილობა მიაყენა.

"ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. როგორც გავიგე, გამთენიისას მოხდა ეს მკვლელობა. დღეს თითქმის მთელი დღე სამართალდამცავები მუშაობდნენ ადგილზე. ამბობენ, ჩხუბი შიგნით დაიწყოო. პოლიცია რომ მოსულა, ბიჭი ძირს ეგდო თურმე, სასწრაფომ ვერ მოუსწრო ახალგაზრდას, ის ეტყობა სისხლისგან დაიცალა. დანით არის მოკლული, ყელი აქვს გამოჭრილიო. განაგრძეთ კითხვა