ნანა ლორთქიფანიძე,ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანია, რომლისთვისაც საზოგადოების ყურადღება არ არის უცხო, ამჯერად კი, როგორც ამბობს, ცილისწამების სამიზნე. მისთვის, როგორც დედისთვის და ბებიისთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია მის გარშემო აგორებული ტალღა, რომელიც მსახიობის თქმით, მიზნად ისახავს მისი რეპუტაციის შელახვას.
ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში სპეციალურ მიმართვაში, ნანა ამბობს, რომ მას და მის ორსულ ქალიშვილს პირად შეტყობინებებში ემუქრებიან და აპირებს ამ ადამიანების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
ნანა ლორთქიფანიძე:
- ბოლო დროს ძალიან გახშირდა და რაღაც სეგმენტში ტრენდულიც კი გახდა დეზინფორმაციის გავრცელება და ადამიანისთვის ტყუილის დაბრალება, ცილისმწამებლური კამპანიების აგორება და რაც მთავარია, მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერპლი ამგვარი ცილისწამების. ამას უკვე მივეჩვიე, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც გაფართოებული თვალებით, ჩასაფრებულები, გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან და გვიყურებენ, მაგრამ ახლა ხდება ის, რომ პირდაპირ და ხელაღებით მაბრალებენ და ავრცელებენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ დაქირავებული ტროლი. განაგრძეთ კითხვა