ხაშურში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე მუსიკის პედაგოგი დააკავეს - 60 წლის მამაკაცი მოსწავლეებს ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა - მშობლები

ხაშურში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე მუსიკის პედაგოგი დააკავეს - 60 წლის მამაკაცი მოსწავლეებს ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა

2025-05-12 13:42:33+04:00

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე კაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 60 წლის მამაკაცი მუსიკის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინტერპრესნიუსი