- ჩემი შვილი, იაკობ თორდია 2023 წლის 3 ივლისს, ჩვენთვის საბედისწერო დღეს, ავტოკატასტროფაში მოყვა და სახის ძვლების მძიმე მოტეხილობები მიიღო - 50% დამტვრეული ჰქონდა და სამწუხაროდ, ავარიის შედეგად, იაკობმა თვალი დაკარგა. გათიშული, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში, მართლაც უმძიმესად იყო და რომ გადარჩენილიყო, ოპერაციები ქუთაისში ჩაუტარდა. ამის მერე, იაკობი გახდა ასაწყობი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან სახეზე უამრავი დაზიანება ჰქონდა.
კომატოზურ მდგომარეობაში ორი კვირა იყო.
სამწუხაროდ, ამ ავარიის დროს დაშავდა ჩვენი ნათესავი ბიჭიც, რომელიც ასევე რთულ მდგომარეობაშია და ისიც იბრძვის სიცოცხლისთვის.
იაკობი თურქეთში წავიყვანეთ, ამჟამად აქ ვიმყოფებით. უნდა გაკეთდეს სახის ძვლების ჩანაცვლება, ჩანერგვა. ამ დრომდე, მას 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული და კიდევ სჭირდება სამი ოპერაცია.
ჩემი შვილი წელს ამთავრებს სკოლას. იაკობი ძლიერად დგას და უმკლავდება ამ უდიდეს პრობლემებს. საერთოდ ვაჟკაცი ბიჭია, ყველაფერს ართმევს თავს. დაზიანებები მარტო სახეზე აქვს, სამწუხაროდ, მარცხენა თვალი დაკარგა, ბუდიანად ამოუღეს. ყველაფერი ეტაპობრივად გასაკეთებელია, ერთიანად ვერ გაკეთდება იაკობის ოპერაციები, ეს უნდა მოხერხდეს ეტაპობრივად, რომ იაკობს თავისი სახე დაუბრუნდეს. განაგრძეთ კითხვა