როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 2025-2026 წლისთვის და რა საბუთები დაგჭირდებათ? - მშობლები

როდის დაიწყება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 2025-2026 წლისთვის და რა საბუთები დაგჭირდებათ?

2025-05-14 10:35:52+04:00

საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, აღსაზრდელთა რეგისტრაციისათვის დეტალური ინფორმაცია ივნისში გამოქვეყნდება და მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სასურველ შეკითხვებზე პასუხები მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის.

რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს, მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე. აუცილებელი დოკუმენტაციაა:

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი

როგორც აღვნიშნეთ, დეტალური ინფორმაცია ვადებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, ივნისში გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი