ერუდიციის ტესტი: 10 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ზოგად განათლებასა და მეხსიერებას შეამოწმებს - მშობლები

ერუდიციის ტესტი: 10 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ზოგად განათლებასა და მეხსიერებას შეამოწმებს

2025-05-14 11:07:41+04:00

ეს 10 შეკითხვა სხვადასხვა მიმართულებით თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს და მოგცემთ ინფორმაციას იმაზეც, თუ რამდენად კარგად გახსოვთ ისეთი საკითხები, რომლებიც სკოლაში ისწავლება. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სწორი პასუხი დააგროვოთ:

1. რა ჰქვია რუმინეთის დედაქალაქს?

  • კიშინიოვი
  • ბუქარესტი
  • ვარშავა

2. რა ჰქვია მსოფლიოში ყველაზე დიდ ცხოველს?

  • ლურჯი ვეშაპი
  • სპილო
  • მარტორქა

3. რა ერქვა ჰოლივუდის მსახიობს, რომლის გამოგონებებმაც Wi-Fi ტექნოლოგიის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა?

  • ოდრი ჰეპბერნი
  • მარლენ დიტრიხი
  • ჰედი ლამარი

4. რა ენაზე საუბრობენ მექსიკაში?

  • პორტუგალიურად
  • ინგლისურად
  • ესპანურად
  • ფრანგულად

5. პერიოდულ სისტემაში როგორ გამოისახება ვერცხლი?

  • Au
  • Mg
  • Ag
  • Al

6. რომელი მხატვარია ნამუშევრის - "გოგონა მარგალიტის საყურით" ავტორი?

389x455-1-59adcd1955b161b337856daa3af2bf8f4095x4794-0xlnjzu0uv-7795809561819260022-1747206567.jpg

  • სალვადორ დალი
  • პაოლ კლეე
  • მარკ შაგალი
  • იან ვერმეერი

7. რომელი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი გახდა ცნობილი ეთიკისა და მორალის შესახებ იდეებით?

  • არისტოტელე
  • პლატონი
  • სოკრატე
  • ეპიკურე

8. რა ერქვა ცნობილ ფრანგ სამხედრო ლიდერს, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა საფრანგეთის რევოლუციის დროს და ევროპის ნახევარი დაიპყრო?

  • შარლ დე გოლი
  • ლუი XIV
  • ჟანა დ'არკი
  • ნაპოლეონ ბონაპარტი

9. ვინ არის მეცხრე სიმფონიის ავტორი?

  • იოჰან სებასტიან ბახი
  • ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
  • ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
  • ფრანც შუბერტი

10. რა ერქვა ცნობილ ბრიტანელ ნატურალისტსა და ბიოლოგს, რომელმაც ბუნებრივ გადარჩევაზე დაყრდნობით ევოლუციის თეორია შეიმუშავა?

  • გრეგორ მენდელი
  • თომას ჰაქსლი
  • ალფრედ რასელ უოლისი
  • ჩარლზ დარვინი

სწორი პასუხები:

  1. ბუქარესტი
  2. ლურჯი ვეშაპი
  3. ჰედი ლამარი
  4. ესპანურად
  5. Ag
  6. იან ვერმეერი
  7. სოკრატე
  8. ნაპოლეონ ბონაპარტი
  9. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
  10. ჩარლზ დარვინი