ღამით, როცა ყველამ დაიძინა, მერე გაპარულა სახლიდან... ულამაზესი ბავშვი იყო " - რას ჰყვებიან ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ 14 წლის მოსწავლეზე? - მშობლები

ღამით, როცა ყველამ დაიძინა, მერე გაპარულა სახლიდან... ულამაზესი ბავშვი იყო " - რას ჰყვებიან ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ 14 წლის მოსწავლეზე?

2025-05-14 13:44:48+04:00

ქუთაისში 14 წლის სკოლის მოსწავლის, ნინო სარალიძის თვითმკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რატომ მივიდა გოგონა ამ მძიმე გადაწყვეტილებამდე. როგორც ცნობილია, შემთხვევა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იზრდებოდა დასთან ერთად. ამბობენ, რომ გოგონა ღამის საათებში ჩუმად სახლიდან გავიდა და ტრაგედია დატრიალდა. მომხდარის მიზეზებს იმედია სამართალდამცავები დაადგენენ. ერთ-ერთი ვერსიით, 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა. ცნობილია ისიც, რომ ძალოვნებმა საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს.

"მინდობით პირს ჰყავდა ეს ბავშვი და არ ვიცით რატომ გააკეთა ეს. ვიცი რომ დაღუპული გოგონა მერვე კლასელია, დანარჩენი დეტალი ჩემთვის უცნობია, ძალიან განვიცდი. მომხდარით გაკვირვებული და გაოგნებული ვარ",- თქვა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა.

ჩვენ ბუნებრივია, პირველივე დღეს დავუკავშირდით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსს ნათია წივწივაძეს, ის დაგვპირდა, რომ უწყებაში მომხდარზე კომენტარს გააკეთებენ, თუმცა ამ დრომდე მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამიტომ ამ საქმის ირგვლივ დაგროვილი უამრავი კითხვა პასუხგაუცემელია. უცნობია. რამდენი ხანი იყო გოგონა მინდობით აღზრდაში, თავის დროზე რატომ მიიღო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ოჯახიდან ბავშვის გაყვანის გადაწყვეტილება, რას ამბობენ გოგონას ბიოლოგიური მშობლები მომხდარზე. ისიც უცნობია, რა პირობებში იყო მინდობით აღზრდაში მყოფი გოგონა, ხომ არ ჰქონდა მას ამ ოჯახთან მიუღებლობა, ან ხომ არ გაუჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. ჩვენთვის უცნობია ისიც, ჰქონდა თუ არა ბავშვთან კომუნიკაცია სოციალურ მუშაკს. როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ჩვენ შევეცადეთ ამ კითხვების ნაწილზე მაინც მიგვეღო პასუხი სააგენტოდან, მაგრამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემდნენ. მხოლოდ ის განგვიმარტეს, რომ გამოძიების პროცესში ჩართულები არიან.

"გამოძიება დაწყებულია, ჩვენ ჩართულები ვართ, სხვა კომენტარი ამ ეტაპზე ვერ გაკეთდება, გვექნება თუ არა დაზუსტებული ინფორმაცია, გავაკეთებთ კომენტარს. ჯერ ვერც იმას გეტყვით რამდენი ხანი იყო მინდობით აღზრდაში. ამ ეტაპზე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც გავრცელებულია. დაწყებულია გამოძიება და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩართულია", - გვითხრეს პრესსამსახურში. მათი ამ კომენტარიდან ერთი დღე გავიდა, მაგრამ დღესაც დუმს უწყება და არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა მინდობით აღზრდაში თავის დასთან ერთად იყო. თურმე ამ ტრაგედიის შემდეგ ის მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია და იმედია, მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს და ამ მძიმე ტკივილს შეუმსუბუქებს.

განაგრძეთ კითხვა