19 მაისიდან შეიძინეთ საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის 5-ტომეული სპეციალურ ფასად - მშობლები

19 მაისიდან შეიძინეთ საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის 5-ტომეული სპეციალურ ფასად

2025-05-14 14:01:40+04:00

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაული რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამ თარიღთან დაკავშირებით გამომცემლობა გთავაზობთ საქართველოს ისტორია ილუსტრირებულის 5-ტომეულს.

489730600-684915620817998-191692801354505146-n-1747217008.jpg

სერიაში მოთხრობილია ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. თითოეულ ტომში გაეცნობით ქართველების თავგადასავალს მსოფლიო მოვლენების ფონზე, შეხვდებით ჩვენი ერის ცხოვრებაში მნიშვნელოვან და გამორჩეულ ყველა მოვლენასა თუ პიროვნებას, რომელთა ცხოვრებაც აღწერილია მრავალფეროვანი ფოტომასალის, რუკის, ილუსტრაციისა და რეკონსტრუქციების თანხლებით.

სერიის თითოეული ტომი 19 მაისიდან თვეში ერთხელ გამოიცემა და მისი ფასი ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ 18 ლარი იქნება.

R