გადაიხადე რამდენიც გინდა ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანში“ და დაეხმარე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახს - მშობლები

გადაიხადე რამდენიც გინდა ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანში“ და დაეხმარე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახს

2025-05-14 19:00:00+04:00

„პალიტრა L-ის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ დაბრუნდა. ის ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათის მატარებელია და მუდმივად ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, მიღებული თანხითა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახს გადაეცემა.

გადაიხადეთ ის ფასი, რომელიც თავად მიგაჩნიათ სამართლიანად ამ წიგნისათვის. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, ხოლო 10 ლარზე მეტი სრულად საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.

„გვჯერა და იმედი გვაქვს ამ და სხვა წამოწყებების მეშვეობით ერთად შევძლებთ წვლილი შევიტანოთ ჩვენი საზოგადოების უკეთესისკენ ცვლილების პროცესში.შეგახსენებთ რომ აქცია მოქმედებს საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში ტირაჟის ამოწურვამდე“, - ნათქვამია „პალიტრა L-ის“ განცხადებაში.

R