სწორი ჰიგიენა მნიშვნელოვნად ამცირებს კვერცხების რაოდენობას პატარა ასაკის ბავშვებში რა სახის ჭიები არის გავრცელებული, როგორ ხდება დიაგნოსტირება და რა ჰიგიენური ნორმების დაცვაა საჭირო ჭიებისგან თავის დასაღწევად. ამ საკითხზე პედიატრი ეკა კუცია გვესაუბრება.
- ჭიები გავრცელებულია ყველგან, ყველა ქვეყანაში, ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ სოცალურ-ეკონომიკურ წრეში. ყველაზე მეტად გავრცელებულია ე.წ. კუდმახვილა, ანუ წვეტა ჭიები. ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ავადდება ენტერობიოზით.
ასევე ხშირად გვხვდება ასკარიდა, მახვილა და სხვა ჭიები.
ჭიებით ინვაზიის რისკ-ჯგუფში არიან: წინასასკოლო და სასკოლო ასაკის ბავშვები, ინსტიტუციებში მოთავსებული პირები, ასევე ჭიებით დაავადებული პირების მომვლელები და ოჯახის წევრები.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ჭიები აწუხებს?
- კუდმახვილა ჭიებით დაავადებ,ა ანუ ენტერობიოზი იწვევს ანუსის ირგვლივ ქავილს, რაც იმდენად შემაწუხებელია, რომ ხშირად შესაძლოა უძილობა და მოუსვენრობა გამოიწვიოს. სიმპტომებს იწვევს მდედრი ჭიის მიერ ღამის განმავლობაში კვერცხების დადება. თუმცა ეს საკმაოდ მსუბუქი პარაზიტული დაავადებაა და ხშირად უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.
- რა მეთოდით ხდება ჭიების დიაგნოსტირება?
- პერიანალურ, ან ანუსის ირგვლივ ღამის განმავლობაში ინტენსიური ქავილი ჭიებით ინვაზიის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია. დიაგნოზი დგინდება ჭიების ან ჭიის კვერცხების აღმოჩენით, შეიძლება მშობელმაც კი დაინახოს ანუსის ირგვლივ კანზე, საცვლებზე, პიჟამაზე ან ზეწარზე თმის ღერის მსგავსი თეთრი ჭია. ჩვეულებრივ, უფრო თვალსაჩინო ხდება ბავშვის ჩაძინებიდან დაახლოებით 2-3 საათში. ეს სწორედ ის დროა, როდესაც მოზრდილი მდედრი ჭია კვერცხებს დებს. დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდია განავლის ანალიზი ჭიებზე, თუმცა ხშირად უშედეგოა და განმეორებითი ტესტირებაა საჭირო. საკმაოდ ეფექტური მეთოდია ანუსის ირგვლივ ანაფხეკის გამოკვლევა. მიკროსკოპის ქვეშ ადვილად ჩანს ჭია და ჭიის კვერცხები.
- რას გვეტყვით დაავადების გადაცემის გზებზე?
- დაავადების გადაცემის გზა ორალ-ფეკალურია, რაც ნიშნავს, რომ ანუსის ირგვლივ ქავილის შედეგად ხელზე ხვდება ჭიის კვერცხები, რომელიც შეიძლება პირდაპირი გზით ანუ ხელის პირში ჩადებით მოხვდეს ორგანიზმში ან არაპირდაპირი გზით - ჭიის კვერცხებით დაბინძურებული ტანსაცმლით, თეთრეულით, საკვებით და სხვა საგნებით. ჭიის კვერცხები გადამდებია ანუსის არეში მათი დადებიდან რამდენიმე საათში, სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 2-3 კვირა ტანსაცმელზე, თეთრეულზე და სხვა საგნებზე. ადამიანები ავადდებიან სრულიად გაუაზრებლად, ამ კვერცხების გადაყლაპვის შედეგად, რომლებიც ბუდობენ მათ თითებზე, ან ფრჩხილის ქვეშ არეში, ტანსაცმელზე ან სხვა ზედაპირებზე. კვერცხები იმდენად მცირე ზომისანი არიან, რომ ხშირად ჰაერთან ერთად მტვრის ნაწილაკის სახით გადაადგილდებიან და ჩვენს ორგანიზმში ჩასუნთქვის შედეგად ხვდებიან. აქვე საინტერესოა შეკითხვა: შეიძლება თუ არა აუზიდან დავსნებოვდეთ ჭიებით? ეს ძალიან იშვიათად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ აუზებში ქლორის დონე ისეთი მაღალი არ არის, რომ ჭიის კვერცხები გაანადგუროს, ჭიის კვერცხების მცირე რაოდენობის არსებობა განზავებულ მდგომარეობაში, ასობით ლიტრ წყალში, ინფიცირების შანსს პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს. თუმცა, ოჯახში უნდა გაითვალისწინოთ და თავი აარიდოთ ჭიით დაავადებული ბავშვის ბანაობას და აბაზანის ნივთების გაზიარებას მის და-ძმებთან. ასევე დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ შინაური ცხოველებისგან ბავშვს ენტერობიოზი ვერ გადაედება.
- რამდენად საშიშია ჭიები ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ენტერობიოზი არ არის საშიში დაავადება, ის მხოლოდ დისკომფორტს იწვევს. შესაძლო გართულებებია მეორადი ინფექცია ანუსის ირგვლივ, რაც ჭარბი ქავილისგან გაჩენილი ნაკაწრების ინფიცირებაში გამოიხატება, ამიტომ უნდა ეცადოთ მჭიდრო საცვლები ჩააცვათ ბავშვს, რათა არ მოიქავოს. ფრჩხილები მაქსიმალურად მოკლედ დააჭერით. ენტერობიოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, უფრო დიდი ზომის ჭიის დროს შესაძლებელია აპენდიციტის, გოგონებში კი ვაგინიტის განვითარება.
- რა მეთოდებით ხდება მკურნალობა?
- მკურნალობა ექიმის მიერ ინდივიდუალურად ინიშნება. მკურნალობა ხდება სხვადასხვა ანტიჰელმინთური საშუალებით. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ანტიჰელმინთური პრეპარატი კლავს უკვე მოზრდილ ჭიას და ვერ მოქმედებს ჭიის კვერცხზე და/ან ლარვაზე, ამიტომაც პაციენტს ეძლევა რამდენიმე დოზა საჭირო ინტერვალით. პარალელურად ოჯახში ბავშვთან კონტაქტში მყოფმა სხვა წევრებმაც უნდა ჩაიტარონ ანტიჰელმინთური მკურნალობა. რე-ინფექცია ადვილად ვითარდება, ამიტომ აუცილებელია ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით ხელების სისუფთავე: წაახალისეთ თქვენი ბავშვები, ხშირად და სწორად დაიბანონ ხელები, დაიბანონ აუცილებლად საპნით და თბილი წყლით, ტუალეტიდან გამოსვლისას, ჭამის წინ, კარგად გაისუფთავონ ფრჩხილის ქვემოთ არეები, მკაცრად დაუშალეთ თითების პირში ჩადება. მოუარეთ ფრჩხილებს.
მნიშვნელოვანია დილის ტუალეტი – დილის აბაზანა, საცვლების ყოველდღიური გამოცვლა – სწორი ჰიგიენა მნიშვნელოვნად ამცირებს კვერცხების რაოდენობას.
- შეიძლება, რომ ბავშვის გარდა ჭიები ოჯახის უფროს წევრებსაც ჰქონდეთ?
- უფროსები ჰიგიენურ ნორმებს მეტნაკლებად უკეთ იცავენ და ნაკლებად ავადდებიან, თუმცა ოჯახში ჭიით ინფიცირების შემთხვევის არსებობისას შესაძლოა ისინიც დაავადდნენ (შესაძლოა უსიმპტომოდ). იმისთვის, რომ ოჯახში ჭიების კერა სრულყოფილად განადგურდეს, კარგია ბავშვთან მჭიდრო კონტაქტის მქონე ოჯახის ყველა წევრმა ჩაიტაროს მკურნალობა.
- არის თუ არა საჭირო განსაკუთრებული კვების რეჟიმის დაცვა ამ დროს?
- განსაკუთრებული კვების რეჟიმი რეკომენდებული არაა.
- რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევამოწმოთ ბავშვი ჭიებზე?
- მკურნალობის კურსის სრულად ჩატარების შემდეგ, თუ ბავშვს არა აქვს სიმპტომები, რეგულარული შემოწმება საჭირო არ არის.
- ხშირად შემოწმების დროს არ ჩანს ჭიები, ასეთ დროს თუ არის საჭირო, თუ სიმპტომები არსებობს, წამლის მიცემა?
- მართალია, ხშირად არ ჩანს განავლის ანალიზის დროს ჭიები, განავლის ანალიზი ზოგადადაც ყველა რეკომენდაციაში ბოლო ადგილზე წერია, რადგან უფრო ეფექტურია ანუსის ირგვლივ ანაფხეკის გამოკვლევა. განსაკუთრებით ეფექტურია, თუ დილას ბავშვის გაღვიძებისთანავე, ბანაობამდე ავიღებთ ანაფხეკს (არის სპეციალური პლასტირები, რომლებიც მაგრდება პერიანალურ არეზე). მკურნალობა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, რადგან არასწორად მიღებული ანტიჰელმინთური პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.
- რამდენად ეფექტურია ხალხური საშუალებები - მაგალითად, გოგრის თესლები?
- არის რამდენიმე მცენარეული პრეპარატი, მათ შორის ისეთები, რომლებიც გოგრის თესლსაც შეიცავენ, თუმცა რაიმე ღირებული მეცნიერული კვლევა არ არის ჩატარებული მის ანტიჰელმინთურ ღირებულებაზე და შესაბამისად არც ერთ რეკომენდაციაში არ არის მოწოდებული ხალხური საშუალებების გამოყენება.
- ამბობენ, ბავშვი თუ ბაღში დადის, ნებისმიერ შემთხვევაში ექნებაო ჭია და იმასაც ამბობენ, მკურნალობას აზრი არ აქვს, მაინც ისევ გაუჩნდებაო. რას ფიქრობთ ამაზე?
- ენტერობიოზი კონტაქტური დაავადებაა, ანუ ადვილად გადადის ახლო კონტაქტის და ნივთების გაზიარების შედეგად, რაც ასე ხშირია საბავშვო ბაღებში. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ავადდება ჰელმინთოზით, ძირითადად 5-10 წლამდე ასაკის ბავშვები. ენტერობიოზი შედარებით იშვიათია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სწორი მკურნალობა აუცილებელია და ეფექტურია, იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად მთელ რიგ ჰიგიენურ ნორმებს დავიცავთ. აუცილებელია, რომ საბავშვო ბაღში დასნებოვნებულ ყველა ბავშვს და ყველა ახლო კონტაქტში მყოფ პირს სწორად ჩაუტარდეს მკურნალობა, ყველა გამოყენებული ნივთი იყოს კარგად გასუფთავებული,ზედაპირები, სათამაშოები და სხვა ნივთები ცხელი წყლით გარეცხილი, უნიტაზები ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავებული.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე
- ჭიები გავრცელებულია ყველგან, ყველა ქვეყანაში, ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ სოცalur–ეკონომიკურ წრეში. ყველაზე მეტად გავრცელებულია ე.წ. კუდმახვილა, ანუ წვეტა ჭიები. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონი ადამიანი ავადდება ენტერობიოზით.
ასევე ხშირად გვხვდება ასკარიდა, მახვილა და სხვა ჭიები.
ჭიებით ინვაზიის რისკ–ჯგუფში არიან: წინასასკოლო და სასკოლო ასაკის ბავშვები, ინსტიტუციებში მოთავსებული პირები, ასევე ჭიებით დაავადებული პირების მომვლელები და ოჯახის წევრები.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ჭიები აწუხებს?
- კუდმახვილა ჭიებით დაავადებ,ა ანუ ენტერობიოზი იწვევს ანუსის ირგვლივ ქავილს, რაც იმდენად შემაწუხებელია, რომ ხშირად შესაძლოა უძილობა და მოუსვeნრობა გამოიწვიოს. სიმპტომებს იწვევს მდედრი ჭიის მიერ ღამის განმავლობაში კვერცხების დადება. Tumca ეს საკმაოდ მსუბუქი პარაზიტული დაავადებაა და ხშირად უსიმპტომოდაც მიმdინარეობს.
- რა მეთოდით ხდება ჭიების დიაგნოსტირება?
- პერიანალურ, ან ანუსის ირგვლივ ღამის განმავლობაში ინტენსიური ქავილი ჭიებით ინვაზიის ერთ–ერთი უtყუარი ნიშანია. დიაგნოზი დგინდება ჭიების ან ჭიის კვერცხების აღმოჩენით, შეიძლება მშობელმაც კი დაინახოს ანუსის ირგვლივ კანზე, საცვლებზე, პიჟამაზე ან ზეწარზე თმის ღერის მსგავსი თეთრი ჭია. ჩვეულებრივ, უფრო თვალსაჩინო ხდება ბავშვის ჩაძინებიდან დაახლოებით 2–3 საათში. ეს სწორედ ის დროა, როდესაც მოზრდილი მდედრი ჭია კვერცხებს დებს. დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მეთოდია განავლის ანალიზი ჭიებზე, თუმცა ხშირად უშედეგოა და განმეორებითი ტესტირებაა საჭირო. საკმაოდ ეფექტური მეთოდია ანუსის ირგვლივ ანაფხეკის გამოკვლევა. მიკროსკოპის ქვეშ ადვილად ჩანს ჭია და ჭიის კვერცხები.
- რას გვეტყვით დაავადების გადაცემის გზებზე?
- დაავადების გადაცემის გზა ორალ-ფეკალურია, რაც ნიშნავს, რომ ანუსის ირგვლივ ქავილის შედეგად ხელზე ხვდება ჭიის კვერცხები, რომელიც შეიძლება პირდაპირი გზით ანუ ხელის პირში ჩადებით მოხვდეს ორგანიზმში ან არაპირდაპირი გზით - ჭიის კვერცხებით დაბინძურებული ტანსაცმლით, თეთრეულით, საკვებით და სხვა საგნებით. ჭიის კვერცხები გადამდებია ანუსის არეში მათი დადებიდან რამდენიმე საათში, სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 2-3 კვირა ტანსაცმელზე, თეთრეულზე და სხვა საგნებზე. ადამიანები ავადდებიან სრულიად გაუაზრებლად, ამ კვერცხების გადაყლაპვის შედეგად, რომლებიც ბუდობენ მათ თითებზე, ან ფრჩხილის ქვეშ არეში, ტანსაცმელზე ან სხვა ზედაპირებზე. კვერცხები იმდენად მცირე ზომისანი არიან, რომ ხშირად ჰაერთან ერთად მტვრის ნაწილაკის სახით გადაადგილდებიან და ჩვენს ორგანიზმში ჩასუნთქვის შედეგად ხვდებიან. აქვე საინტერესოა შეკითხვა: შეიძლება თუ არა აუზიდან დავსნებოვდეთ ჭიებით? ეს ძალიან იშვიათად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ აუზებში ქლორის დონე ისეთი მაღალი არ არის, რომ ჭიის კვერცხები გაანადგუროს, ჭიის კვერცხების მცირე რაოდენობის არსებობა განზავებულ მდგომარეობაში, ასობით ლიტრ წყალში, ინფიცირების შანსs პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს.თუმცა, ოჯახში უნდა გაითვალისწინოთ და თავი აარიდოთ ჭიით დაავადებული ბავშვის ბანაობას და აბაზანის ნივთების გაზიარებას მის და-ძმებთან. ასევე დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ შინაური ცხოველებისგან ბავშვს ენტერობიოზი ვერ გადაედება.
- რამდენად საშიშია ჭიები ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ენტერობიოზი არ არის საშიში დაავადება, ის მხოლოდ დისკომფორტს იწვევს. შესაძლო გართულებებია მეორადი ინფექცია ანუსის ირგვლივ, რაც ჭარბი ქავილისგან გაჩენილი ნაკაწრების ინფიცირებaში გამოიხატება, ამიტომ უნდა ეცადოთ მჭიდრო საცვლები ჩააცვათ ბავშვს, რათა არ მოიქავოს. ფრჩხილები მაქსიმალურად მოკლედ დააჭერით. ენტერობიოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, უფრო დიდი ზომის ჭიის დროს შესაძლებელია აპენდიციტის, გოგონებში კი ვაგინიტის განვითარება.
- რა მეთოდებით ხდება მკურნალობა?
- მკურნალობა ექიმის მიერ ინდივიდუალურად ინიშნება. მკურნალობა ხდება სხვადასხვა ანტიჰელმინთური საშუალებით. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ანტიჰელმინთური პრეპარატი კლავს უკვე მოზრდილ ჭიას და ვერ მოქმედებს ჭიის კვერცხზე და/ან ლარვაზე, ამიტომაც პაციენტს ეძლევა რამდენიმე დოზა საჭირო ინტერვალით. პარალელურად ოჯახში ბავშვთან კონტაქტში მყოფმა სხვა წევრებმაც უნდა ჩაიტარონ ანტიჰელმინთური მკურნალობა. რე-ინფექცია ადვილად ვითარდება, ამიტომ აუცილებელია ჰიგინური ნორმების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით ხელების სისუფთავე: წაახალისეთ თქვენი ბავშვები, ხშირად და სწორად დაიბანონ ხელები, დაიბანონ აუცილებლად საპნით და თბილი წყლით, ტუალეტიდან გამოსვლისას, ჭამის წინ, კარგად გაისუფთავონ ფრჩხილის ქვემოთ არეები, მკაცრად დაუშალეთ თითების პირში ჩადება. მოუარეთ ფრჩხილებს.
მნიშვნელოვანია დილის ტუალეტი – დილის აბაზანა, საცვლების ყოველდღიური გამოცვლა – სწორი ჰიგიენა მნიშვნელოვნად ამცირებს კვერცხების რაოდენობას.
- შეიძლება, რომ ბავშვის გარდა ჭიები ოჯახის უფროსს წევრებსაც ჰქონდეთ?
- უფროსები ჰიგიენურ ნორმებს მეტნაკლებად უკეთ იცავენ და ნაკლებად ავადდებიან, თუმცა ოჯახში ჭიით ინფიცირების შემთხვევის არსებობისას შესაძლოა ისინიც დაავაdდნენ (შესაძლოა უსიმპტომოდ). იმისთვის, რომ ოჯახში ჭიების კერა სრულყოფილად განადგურდეს, კარგია ბავშვთან მჭიდრო კონტაქტის მქონე ოჯახის ყველა წევრმა ჩაიტაროს მკურნალობა.
- არის თუ არა საჭირო განსაკუთრებული კვების რეჟიმის დაცვა ამ დროს?
- განსაკუთრებული კვების რეჟიმი რეკომენდებული არაა.
- რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევამოწმოთ ბავშვი ჭიებზე?
- მკურნალობის კურსის სრულად ჩატარების შემდეგ, თუ ბავშვს არა აქვს სიმპტომები, რეგულარული შემოწმება საჭირო არ არის.
- ხშირად შემოწმების დროს არ ჩანს ჭიები, ასეთ დროს თუ არის საჭირო, თუ სიმპტომები არსებობს, წამლის მიცემა?
- მართალია, ხშირად არ ჩანს განავლის ანალიზის დროს ჭიები, განავლის ანალიზი ზოგადადაც ყველა რეკომენდაციაში ბოლო ადგილზე წერია, რადგან უფრო ეფექტურია ანუსის ირგვლივ ანაფხეკის გამოკვლევა. განსაკუთრებით ეფექტურია, თუ დილას ბავშვის გაღვიძებისთანავე, ბანაობამდე ავიღებთ ანაფხეკს (არის სპეციალური პლასტირები, რომლებიც მაგრდება პერიანალურ არეზე). მკურნალობა აუცილებლად ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, რადგან არასწორად მიღებული ანტიჰელმინთური პრეპარატი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.
- რამდენად ეფექტურია ხალხური საშუალებები - მაგალითად, გოგრის თესლები?
- არის რამდენიმე მცენარეული პრეპარატი, მათ შორის ისეთები, რომლებიც გოგრის თესლსაც შეიცავენ, თუმცა რაიმე ღირებული მეცნიერული კვლევა არ არის ჩატარებული მის ანტიჰელმინთურ ღირებულებაზე და შესაბამისად არც ერთ რეკომენდაციაში არ არის მოწოდებული ხალხური საშუალებების გამოყeნება.
- ამბობენ, ბავშვი თუ ბაღში დადის, ნებისმიერ შემთხვევაში ექნებაო ჭია და იმასაც ამბობენ, მკურნალობას აზრი არ აქვს, მაინც ისევ გაუჩნდებაო. რას ფიქრობთ ამაზე?
- ენტერობიოზი კონტაქტური დაავადებაა, ანუ ადვილად გადადის ახლო კონტაქტის და ნივთების გაზიარების შედეგად, რაც ასე ხშირია საბავშვო ბაღებში. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 209 000 000 ადამიანი ავადდება ჰელმინთოზით, ძირითადად 5-10 წლამდე ასაკის ბავშვები. ენტერობიოზი შედარებით იშვიათია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სწორი მკურნალობა აუცილებელია და ეფექტურია, იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად მთელ რიგ ჰიგიენურ ნორმებს დავიცავთ. აუცილებელია, რომ საბავშვო ბაღში დასნებოვნებულ ყველა ბავშვს და ყველა ახლო კონtაქტში მყოფ პირს სწორად ჩაუტარდეს მკურნალობა, ყველა გამოყენებული ნივთი იყოს კარგად გასუფთავებული,ზედაპირები, სათამაშოები და სხვა ნივთები ცხელი წყლით გარეცხილი, უნიტაზები ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავებული.
esaubra salome gorgoSiZe