ოთხი წლის ბლოგერი, ევა კარპიკაუ, Forbes-ის 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდრებისა და წარმატებულების რეიტინგში მოხვდა.
ერთ წელზე ნაკლებ დროში ევამ სხვადასხვა პლატფორმაზე 1 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა. მისი Instagram-ექაუნთი ბავშვების ყველაზე პოპულარულ ბლოგებს შორისაა. ვიდეოებში ნაჩვენებია, რომ კარპიკაუ ონლაინ გამოწვევებში მონაწილეობს, ცეკვავს და გამომწერების კითხვებს პასუხობს. ეხება სერიოზულ თემებსაც და გამომწერებს ხშირად ესაუბრება. ამის გამო, ის ბავშვებსა და მოზარდებში ძალიან პოპულარული ბლოგერი გახდა და არაერთი სარეკლამო შეთავაზებაც მიიღო.
ევას გარდა, გრძელ სიაში კიდევ ორი ახალგაზრდა ვარსკვლავი მოხვდა: "მუსიკის" კატეგორიაში ვირუსული ტრეკის Sigma Boy შემსრულებლები, თორმეტი წლის სვეტლანა ჩერტიშევა (ბეტსი) და მარია იანკოვსკაია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სიმღერა 2024 წლის ოქტომბერში გამოვიდა და მსმენელის ყურადღება მაშინვე მიიპყრო. სიმღერამ მარტო YouTube-ზე 51 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და Billboard-ის ტოპ 10-ში შევიდა. ის სხვა პლატფორმებზეც განსაკუთრებით პოპულარულია. მეტიც, როგორც ცნობილია, მსხვილი ლეიბლები ახალგაზრდა შემსრულებლების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ, სახელმწიფო დუმას ამ ტრეკის აკრძალვაც კი სურდა.
Forbes-ის 30 წლამდე ასაკის წარმატებული ადამიანების სიას ყოველწლიურად ასახელებს, სხვადასხვა კატეგორიაში. მათ შორისაა: მეწარმეობა, ფინანსები და ინვესტიციები, მეცნიერება და ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, კიბერსპორტი, სოციალური პრაქტიკა, ახალი მედია, მუსიკა, ხელოვნება და მოდა და დიზაინი.
მიუხედავად დიდი წარმატებისა, საზოგადოების ნაწილი არასრულწლოვნების მშობლებს აკრიტიკებს და ამბობენ, რომ ისინი შვილებს ბავშვობით ტკბობის შესაძლებლობას არ აძლევენ.