საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელიგიორგი გოჩოლეიშვილიGeo Team-ს დანიაში ცხოვრების, კარიერული წინსვლისა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის - პატარა სანდროს შესახებ ესაუბრა.
გიორგი გოჩოლეიშვილის შვილს, სანდრო გოჩოლეიშვილს გასულ წელს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის შემდეგ, ფეხბურთელმა გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია ამცნო - პატარა სანდრო სრულიად გამოჯანმრთელდა და ახლა ოჯახი დანიაში, სრულ იდილიაში ცხოვრობს.
ფეხბურთელის თქმით, შვილს დღეში ორჯერ აუცილებლად ასეირნებს. ხოლო ოჯახს კოპენჰაგენში ცხოვრება მოსწონს. მან Geo Team -ის დასმულ შეკითხვებს უპასუხა და რთული პერიოდი საკმაოდ ემოციურად გაიხსენა.
- ყველა ვინც გიცნობს, გიცნობს ადამიანად რომელიც სულ იცინის, ბავშვური სილაღით გამოირჩევა და ამ დროს, უცებ მივიღეთ სერიოზულად ძლიერი ადამიანი, სად იპოვე ეს ძალა?
- ღმერთი დამეხმარა ამ ძალის პოვნაში. მე რომ ეს ძალა არ გამომეჩინა, ჩემი ოჯახი ასეთ რთულ პერიოდს ვერ გადაიტანდა.
კი, ჩემს თავზე მეტად ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი“, - პასუხობს ფეხბურთელი Geo Team -ს. განაგრძეთ კითხვა