76 წლის ალა პუგაჩოვა უფროსი ქალიშვილის კონცერტზე ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად - პრიმადონას სიარული უჭირს, თუმცა მშვენივრად გამოიყურება (ვიდეო) - მშობლები

76 წლის ალა პუგაჩოვა უფროსი ქალიშვილის კონცერტზე ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად - პრიმადონას სიარული უჭირს, თუმცა მშვენივრად გამოიყურება (ვიდეო)

2025-05-19 10:50:59+04:00

რუსული ესტრადის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან წავიდა ქმარ-შვილთან ერთად, ამჟამად კვიპროსში ცხოვრობს. სწორედ კვიპროსში დაიწყო მისი 53 წლის ქალიშვილის, მომღერალ კრისტინა ორბაკაიტეს ევროპული ტურნე. ალა 11 წლის ტყუპთან - გარისა და ლიზასთან ერთად დაესწრო. მართალია, 76 წლის პრიმადონას სიარული აშკარად უჭირს და ძალიან ნელა გადაადგილდება, თუმცა გარეგნულად მშვენივრად გამოიყურება.

kris3-1747638851.jpg

kris1-1747638851.jpgkris2-1747638851.jpg

რუსეთიდან წასვლის ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი პირველ ხანს ისრაელში ცხოვრობდნენ, შემდეგ კვიპროსში გადავიდნენ, თუმცა მათი გარემოცვის თქმით, ბოლო პერიოდია წყვილის შვილები, ლონდონში ცხოვრობენ და სწავლობენ. თავად პუგაჩოვა, როგორც წყაროები აკონკრეტებენ, კვიპროსში პრაქტიკულად მარტო ცხოვრობს, რადგან გალკინიც ხშირად იმყოფება გასტროლებზე.

"აქ ბავშვებისთვის სწავლისთვის შესაფერისი ადგილი ვერ იპოვეს. ამიტომ გალკინმა ჰარი და ლიზა ლონდონში გაგზავნა, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. ბავშვები მშობლებთან მხოლოდ დასასვენებლად ჩადიან."

ალა პუგაჩოვა 1949 წლის 15 აპრილს დაიბადა მოსკოვში. 1965 წლიდან სცენაზე დგას.

ala90-1744822700-1747638972.jpg

ala-pugachovas-ojaxi-1737010264-1741179825-1747638972.webp

ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მაქსიმ გალკინი მისი მეხუთე ქმარია. სამი შვილი ჰყავს - უფროსი ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე, რომლისგანაც შვილიშვილებიც შეეძინა, და ტყუპი ქალ-ვაჟი მაქსიმ გალკინთან ქორწინებიდან.