ლიზა ბაგრატიონი- სახელი, რომელიც ქართულ სცენასთან ასოცირდება, ამასთანავე მისი ცხოვრების ისტორია უამრავი საინტერესო დეტალით არის სავსე. რაც არა მხოლოდ მის პროფესიულ, არამედ პირად ცხოვრებას, დედმამიშვილს და ცნობილ ოჯახს უკავშირდება.
სამეფო გვარის წარმომადგენლის წინაპრებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ თავიანთ გარემოცვაში.
მისი ცხოვრება ერთი მხრივ, მშვიდი და სტაბილური ჩანს, რადგან არასოდეს ლაპარაკობს თავად პირად ცხოვრებაზე და ღიად სკანდალებშიც არ ეხვევა, თუმცა მეორე მხრივ, მისი ცხოვრება საკმაოდ ბობოქარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მის პირად ურთიერთობებს შეეხება. საზოგადოება ყოველთვის ინტერესით ადევნებს თვალს მის სასიყვარულო ისტორიებს, რომლებშიც სამი გამორჩეული მამაკაცი ფიგურირებს…
"ბაბუას მამა თავადი კონსტანტინე ბაგრატიონი გახლდათ, დედა - თავადიშვილი ოლღა ამირეჯიბი. მხოლოდ მათი ფოტოები შემომრჩა. შემიძლია ვივარაუდო, თუ როგორი პიროვნებები იყვნენ. ქარელის რაიონში ცხოვრობდნენ და გარშემომყოფნი მხოლოდ თავადური წარმომავლობის გამო არ სცემდნენ პატივს.
ისინი მთელი სოფლის იმედი და პატრონები იყვნენ. ვინმეს თუ უჭირდა, იცოდნენ, რომ იმავე სოფელში ოლღა ამირეჯიბი ცხოვრობდა, რომელიც ფულით, პროდუქტითა თუ უბრალო დარიგებით დაეხმარებოდა. ბაბუაც ასე იყო, აზრს ყველა მას ეკითხებოდა. ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კარგი ადამიანები ჩამოყალიბებულიყვნენ", - ამბობდა ლიზა ჟურნალ "ბომონდთან“ ინტერვიუში.
"ბაბუაჩემმა საოპერო მომღერლის კარიერა რომ აირჩია, დიდი ბაბუა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. მსახიობები გამრთობებად ითვლებოდნენ და ბაგრატიონს არ ეკადრებოდა. მხოლოდ პრემიერის დღეს ოპერის თეატრში უჩუმრად მივიდა. ბაბუას დიდი წარმატება ხვდა, - დიდი ოვაცია დაიმსახურა. მოგვიანებით, მასთან ერთი ქალბატონი მივიდა და უთხრა: კულისებთან ვიღაც მამაკაცი გელოდებაო. მამამისი აღმოჩნდა. გაკვირვებით უკითხავს: მამა, რატომ არ გამაფრთხილეო. რაღაც რომ არ გამოგსვლოდა, უნდა გავპარულიყავიო - უთქვამს... შემდეგ კი გზა დაულოცია. განაგრძეთ კითხვა