თავს გინეკოლოგად ასაღებდა და გასინჯვაზე მისულ ქალებს ჯერ აუპატიურებდა, მერე კი ვიდეოჩანაწერებს ავრცელებდა - ცნობილი იტალიური დინასტიის მემკვიდრეს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება - მშობლები

თავს გინეკოლოგად ასაღებდა და გასინჯვაზე მისულ ქალებს ჯერ აუპატიურებდა, მერე კი ვიდეოჩანაწერებს ავრცელებდა - ცნობილი იტალიური დინასტიის მემკვიდრეს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება

2025-05-20 08:45:45+04:00

ცნობილი იტალიური დინასტიის მემკვიდრე, 42 წლის ალესანდრო პოსატი სექსუალიზებულ დანაშაულებში დაადანაშაულეს. ის და მისი 71 წლის თანამზრახველი ანტონიო ჩირლა თავს გინეკოლოგებად ასაღებდნენ და ქალებს ფიქტიურ გინეკოლოგიურ გასინჯვებზე იბარებდნენ. კაბინეტში კი აუპატიურებდნენ, მომხდარს ვიდეოზე ასახავდნენ და შემდეგ ჩანაწერებს პორნოსაიტებზე აქვეყნებდნენ.

ერთ-ერთი მსხვერპლის მონათწრობის თანახმად, ის გამოეხმაურა ონლაინ-განცხადებას, სამედიცინო კლინიკის სარეკლამო რგოლში გადაღების თაობაზე. გადაღებაში 165-დან 555 დოლარამდე ანაზღაურებას სთავაზობდნენ. როცა ქალი მილანში ჩავიდა, გადაღებებზე მოსალაპარაკებლად, ორი მამაკაცი დახვდა, რომლების ქცევაც არ მოეწონა და აღარ გაჰყვა კლინიკაში. სულ 135 ქალს დაუკავშირდნენ ბოროტმოქმედები და ექვსი მივიდა კლინიკაში.

ერთ-ერთი მსხვერპლის ნაამბობის შემდეგ ძიება დაიწყო. ჩირლა აღმოჩნდა პენსიაზე გასული ქირურგი. ახლა ორივე დაპატიმრებულია და სასამართლოს ელოდება.

ალესანდრო პოსატი ცნობილი ვენეციური ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც ოთხი თაობა ფლობდა განთქმულ სასტუმრო Bauer-ს. ალესანდრო დაკავებული იყო ქველმოქმედებით. 2019 წელს ფეხსაცმლის ბრენდის რეკლამაშიც გადაიღეს.

original-1-1747716919.webp