16 წლის ბიჭი 135 კგ-ს იწონის და რეანიმაციაში წევს. ის დედას არასოდეს ჰყოლია ექიმთან - "მე მას მცენარეული ნაყენებით, ნივრითა და ღმერთის რწმენით ვმკურნალობ" - მშობლები

16 წლის ბიჭი 135 კგ-ს იწონის და რეანიმაციაში წევს. ის დედას არასოდეს ჰყოლია ექიმთან - "მე მას მცენარეული ნაყენებით, ნივრითა და ღმერთის რწმენით ვმკურნალობ"

2025-05-20 10:46:43+04:00

დიმიტრი 16 წლისაა და სახლიდან თითქმის არ გადის. მისი ოჯახის ძირითადი რაციონი მაკარონის, კარტოფილისა და პურისგან შედგება. არაჯანსაღმა კვებამ მას წონის პრობლემა შეუქმნა. თუმცა, მოზარდს სამედიცინო ჩანაწერში უწერია, რომ სიცოცხლისთვის საშიში სხვა არაერთი დაავადება აქვს.

აპრილის ბოლოს 16 წლის მოზარდი გულთან დაკავშირებული პრობლემებით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. თუმცა, კვლევებით დადგინდა, რომ ბიჭს სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. კერძოდ, ექიმებმა მას მრავლობითი ორგანოს უკმარისობის სინდრომი, მძიმე სიმსუქნე, კარდიომიოპათია, ანემია და სუნთქვის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ დიმა 135 კილოგრამს იწონის. მაგრამ ექიმებს ყველაზე მეტად ის ფაქტი გაუკვირდათ, რომ ბიჭი იქამდე საავადმყოფოებში არასდროს ყოფილა…

2-1747723889.jpg
დიმიტრი

მისი სამედიცინო ჩანაწერი ცარიელი აღმოჩნდა და მიზეზი სრულიად გამაოგნებელი იყო. ბიჭის დედა სამედიცინო პერსონალს არასდროს ენდობოდა და ამიტომაც, მას საკუთარი მეთოდებით ყოველთვის სახლში მკურნალობდა. დიმას არც ერთი აცრა გაუკეთებია, არც ანალიზები და არც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარებია როდისმე. სკოლის ექიმებს ამ ფაქტისთვის ყურადღება არასდროს მიუქცევიათ. ბიჭის დედა კი ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს სასტიკად ამბობდა.

მას შემდეგ, რაც გულის პრობლემებით კლინიკაში აღმოჩნდა და მას სხვა არაერთი დაავადება დაუდგინდა, ექიმებმა პოლიციასა და ბავშვთა დაცვის ორგანოებს მიმართეს. საუბრისას ბიჭის დედამ აღიარა, რომ ის თანამედროვე მედიცინას არ ენდობოდა, ამიტომ შვილი საავადმყოფოებში არასოდეს წაუყვანია. სამაგიეროდ, შელოცვებითა და ხალხური საშუალებებით მკურნალობდა…

ქალის თქმით, დიმიტრი 30 აპრილს მოულოდნელად ცუდად გახდა. ოჯახის კვების რაციონი ძირითად მაკარონის, პურისა და კარტოფილისგან შედგებოდა. ბოსტნეული და ხორცი სუფრაზე მხოლოდ დღესასწაულებზე იყო.

მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა აღარ გააგრძელა. ვერც სამსახური იშოვა. დედა დამლაგებლად მუშაობდა, მწირი შემოსავალი ჰქონდათ, თუმცა ის კმაყოფილი იყო იმითაც, რომ შვილი გვერდით ჰყავდა. ქალი დიმას „ღვთის საჩუქარს“ უწოდებს, რადგანაც მის დაბადებას მრავალი წლის განმავლობაში ელოდა.

როგორც ცნობილია, წლების წლის წინ, ქალი ორსულად იყო, პირველ მეუღლესთან ერთად ავარიაში მოყვა. ქმარიც დაკარგა და ბავშვიც. მას შემდეგ, 15 წელი შვილის გაჩენას უშედეგოდ ცდილობდა. როდესაც ბიჭი გაჩნდა, მასზე მამა არ ზრუნავდა და არც ფინანსურად უზრუნველყოფდა. ამიტომ, ქალმა შვილი დამოუკიდებლად გაზარდა, მას განსაკუთრებით მიეჯაჭვა და ფიქრობდა, რომ მხოლოდ საკუთარი მეთოდებით უკეთეს ცხოვრებას შეუქმნიდა.

ekimebi-1-1747723982.jpg

"ჩემი ბიჭი ღვთის საჩუქარია. ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ გაჩენილიყო. ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მე მას მცენარეული ნაყენებით, ნივრითა და ღმერთის რწმენით ვმკურნალობ." - ამბობს დედა.

მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ დიმა სახლიდან იშვიათად გადის. არც მეგობრები ჰყავს, არც ახლობელი ადამიანები. ბიჭმა ძველი ტელევიზორების შეკეთება დაიწყო. მუდმივად სახლში ყოფნამ წონაზე განსაკუთრებით იმოქმედა. ბიჭს ფეხები შეუშუპდა, სუნთქვა გაუძნელდა, თუმცა ვიდრე მდგომარეობა კრიტიკული არ გახდა, დედამ საავადმყოფოში არ წაიყვანა. ბოლოს, როგორც ცნობილია, 16 წლის მოზარდი ვეღარ სუნთქავდა და დედა იძულებული გახდა, კლინიკისთვის მიემართა.

ექიმები ბიჭის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ჯერჯერობით ექიმებს დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვთ. ქალის მიმართ კი შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. როგორც ექიმები ამბობენ, ის შვილთან ყოველდღე მიდის და ლოცვას კითხულობს, თუმცა, სამედიცინო დახმარებაზე უარს აღარ ამბობს.