79 წლის შერის ბედნიერება 40 წლით უმცროს საქმროსთან და... ცხოვრების მძიმე წლები - შერიმ თავის ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა - მშობლები

79 წლის შერის ბედნიერება 40 წლით უმცროს საქმროსთან და... ცხოვრების მძიმე წლები - შერიმ თავის ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა

2025-05-20 12:30:24+04:00

20 მაისს შერი 79 წლის იუბილეს აღნიშნავს. მომღერლის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთ საინტერესო დღეს, წარმატებას, აღიარებას, ტკივილსა და იმედგაცრუებას აერთიანებს. მან გასულ წელს საკუთარი მემუარები გამოაქვეყნა, სადაც ბევრი პირადი დეტალი გაამხილა.

1-1747729980.jpg

შერილიმ სარქისიან ლაპიერ ბონო ოლმანი, იგივე შერი, კალიფორნიაში 1946 წლის 20 მაისს დაიბადა. მამა სატვირთო მანქანის მძღოლი იყო, დედა კი ნაკლებად ცნობილი მსახიობი. შერი 1 წლისაც არ იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. შერის დედას ბევრი მეგობარი მამაკაცი ჰყავდა და შვილის აღსაზრდელად არც დრო ჰქონდა და არც ფინანსური შესაძლებლობები. ამიტომ, მომავალი ვარსკვლავი ან თავშესაფარში იყო, ან სახლში მშიერი რჩებოდა. შერის დედა 8-ჯერ იყო დაქორწინებული, ამიტომ გოგონამ მთელი ბავშვობა ერთი სახლიდან მეორე სახლში სიარულში გაატარა... სკოლის დამთავრებაც კი ვერ მოახერხა.

2-1747729990.jpg

შერი ბავშვობიდან განსაკუთრებით ცუდ წრეში ტრიალებდა. ის 14 წლის იყო, როდესაც პირველი სექსუალური გამოცდილება ჰქონდა, რაც, როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით ინანა.

16 წლის ასაკში შერი მუსიკოს სონი ბონოს შეხვდა. სწორედ იმ პერიოდში შერი სახლიდან საბოლოოდ წავიდა. მაშინ ის ფიქრობდა, რომ სონი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო. მომღერალმა 27 წლის მუსიკოსი ღამის კლუბში გაიცნო, სადაც მოცეკვავედ მუშაობდა. ბონომ თავდაპირველად მას დიასახლისობა შესთავაზა... შერი მომავალი მეუღლის სახლს აწესრიგებდა, რადგანაც ფული სჭირდებოდა და სამსახურზე უარს ვერ იტყოდა.

3-1747730007.jpg

სონიმ მალევე შენიშნა, რომ შერი მუსიკით იყო დაინტერესებული. გოგონას საოცარი ხმა ჰქონდა. ამიტომ ნაცნობ პროდიუსერთან წაიყვანა. ნელ-ნელა მათი პირადი ურთიერთობაც აეწყო. 1964 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ. მაშინ შერი ფიქრობდა, რომ სონი ოცნების მამაკაცი იყო, მაგრამ ქორწინება სულაც არ აღმოჩნდა ბედნიერი.

მომღერალი საკუთარ მემუარებში წერს, რომ ქმარი მუდმივად ამცირებდა, მისი ცხოვრების ყველა სფეროს გაკონტროლებას ცდილობდა. პარალელურად კი ღალატობდა. შერის მეგობრებთან ურთიერთობაც კი არ შეეძლო. მეტიც, ქმარმა საყვარელი სუნამოს გამოყენების უფლებაც წაართვა, რადგანაც მისი სუნი არ მოსწონდა... ქორწინების პერიოდში მომღერალს მუცელი 3-ჯერ მოეშალა.

4-1747730023.jpg
შერი და სონი ბონო

1969 წელს შერი დედა გახდა. თუმცა, ბავშვმა ეს ქორწინება ვერ გადაარჩინა. როდესაც მომღერალი სახლში პატარა შვილთან ერთად სამშობიაროდან დაბრუნდა, სისხლდენა დაეწყო. სონიმ სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა და მეუღლე აბაზანაში უგონო მდგომარეობაში დატოვა...

ყველაზე უარესი წინ იყო. ქმარმა მომღერალი სრულიად უფულოდ დატოვა. როდესაც შერი განქორწინებაზე საბოლოოდ დაფიქრდა, აღმოჩნდა, რომ მის ქმარს კონტრაქტი ისე ჰქონდა შედგენილი, რომ მისი ქონების 95% მას რჩებოდა. 5% კი ადვოკატმა წაიღო... შერი მცირე ხელფასის იმედად დარჩა, რასაც სონი სრულად არ აძლევდა.

სონისთან განქორწინების შემდეგ შერი მალევე მუსიკოს გრეგ ოლმანს გაჰყვა ცოლად. მასთან ვაჟი შეეძინა. თუმცა, გრეგ ოლმანი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ის არაადეკვატური ქცევით გამოირჩეოდა. შერი ყველანაირად ცდილობდა, საყვარელი მამაკაცი გადაერჩინა, სარეაბილიტაციო ცენტრში წაეყვანა, თუმცა უშედეგოდ. ეს ქორწინებაც დაშორებით დამთავრდა.

6-1747730046.jpg
შერი და გრეგ ოლმანი

ამის შემდეგ არაერთ მამაკაცთან ჰქონდა რომანი. მათ შორის, მსახიობ ვალ კილმერთან, როკ-მუსიკოს ერიკ კლეპტონთან, როკ ჯგუფი Bon Jovi-ს გიტარისტ რიჩი სამბორასთან, პროდიუსერ მარკ ჰადსონთან, მსახიობ რეი ლიოტასთან და სხვებთან. თუმცა ვარსკვლავი ახლა ყველაზე ბედნიერად გამოიყურება. ის 38 წლის ბიჭს, სახელად ალექსანდრ ედვარდსს ხვდება და ამბობს, რომ ცხოვრების ნამდვილი სიყვარული საბოლოოდ იპოვა.

chers-family-drama-over-the-years-alleged-kidnapping-divorces-relationships-and-more1-1747734759.webp
შვილებთან ერთად

1976 წელს მომღერალმა გრეგ ოლმანისგან ვაჟი, ელია გააჩინა, მაგრამ მემუარებში წერს, რომ იქამდე აბორტი გაიკეთა. როდესაც დაორსულდა, მალევე გაიგო, რომ გრეგი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. ვარსკვლავს ესმოდა, რომ შვილებზე მარტო უნდა ეზრუნა, ამიტომ ბავშვის გაჩენა არ სურდა.

"მე მყავდა შვილი, დედა და და, რომლებზეც უნდა მეზრუნა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა, რადგანაც ვიცოდი, შემდეგ რა იქნებოდა.“ - წერს შერი.

თუმცა, მოგვიანებით მომღერალმა გრეგ ოლმანისგან შვილი მაინც გააჩინა. შერი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთი წიგნისთვის "ზედმეტად დიდია“. ამიტომაც, მემუარების მეორე ნაწილის გამოშვებას 2025 წელს გეგმავს.

8-1747730084.jpg

შერი ყოველთვის უკმაყოფილო იყო თავისი გარეგნობით. ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა აღიარა, რომ მოზარდობისას სარკეში ჩახედვისაც კი ეშინოდა. ახლა ის იდეალურად გამოიყურება და ხშირად ამბობენ, რომ ვარსკვლავმა დრო გააჩერა.

"ჩემი სხეული ჩემი საქმეა." - ამბობს შერი. ვარსკვლავი პლასტიკური ქირურგიის მიმართ დადებითადაა განწყობილი. მას 20-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

შერიმ ახალი სიყვარულიც იპოვა საკმაოდ დიდ ასაკში. ის თავისზე 40 წლით უმცროს მუსიკალურ პროდიუსერსა და რეპერს, 36 წლის ალექსანდრ ედვარდსს ხვდება და დანიშნულიც არის.

9-1747730133.jpg
შერი და ალექსანდრ ედვარდსი

5-1747730248.jpg

sher-1747733686.png

ფოტოზე - შერი შვილებთან ერთად. არც ისე დიდი ხნის წინ მისმა ქალიშვილმა ჩესტიტიმ ტრანსგენდერ მამაკაცად გამოაცხადა თავი და ჩეზ ბონო გახდა.