დღეს საქართველოს სკოლების უმრავლესობაში ბოლო ზარი დაირეკა. მომღერალ ქრისტინე იმედაძის ქალიშვილი ტაისია ჯაკობიაც წელს არის აბიტურიენტი და ცოტა ხნის წინ ქრისტინე ჟურნალ "სითის"-თან ინტერვიუში ყვებოდა, თუ როგორ ელოდებოდა ტაისია ბოლო ზარს.
"ჩემგან განსხვავებით, ტაისიამ ბოლო ზარზე ლაპარაკი შარშან დაიწყო და შეწუხებული ჰყავს სრულიად ჩემი სამეგობრო… სტუმარი რომ მოდის, სანამ ტაისია არ დაიღლება მის გეგმებზე, კაბაზე და მიმდინარე პროცესებზე საუბრით..."
ტაისიას ბოლო ზარზე დედასთან და ბებიასთან ერთად კიდევ ერთი ბებო ესტუმრა - ცნობილი მსახიობი ია ფარულავა, რომელიც ქრისტინე იმედაძის მამიდაა.
რაც შეეხება ტაისიას გეგმებს, მუსიკალური მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.
"დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი. მიყვარს სიმღერა და მინდა მეტი მუსიკალური განათლება მივიღო", - ამბობს ტაისია.