როგორ გავრეცხოთ მარწყვი სწორად - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი გვირჩევს - მშობლები

როგორ გავრეცხოთ მარწყვი სწორად - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი გვირჩევს

2025-05-21 10:01:47+04:00

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული გვირჩევს, როგორ უნდა გავრეცხოთ სწორად სეზონის ერთ-ერთი მთავარი ხილი - მარწყვი:

- შეძენის დროს განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტის მდგომარეობას მივაქციოთ. მარწყვი ძალიან გადამწიფებული ან დამპალ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. სახლში მიტანის შემდეგ კი გავრეცხოთ მხოლოდ ის რაოდენობა, რაც იმ მომენტში გვჭირდება. მარწყვი ჭურჭელში მოვათავსოთ და გამდინარე წყლის ქვეშ გავრეცხოთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ამოვიღოთ, ხელსახოცით გავამშრალოთ და ან მივირთვათ ან მაცივარში შევინახოთ. მარწყვის დიდი ხნის განმავლობაში წყალში დატოვება მის გაფუჭებას აჩქარებს. ლორწოვანი გარსი წარმოიქმნება და პროდუქტი ლპება. ასევე, დიდი ხნით წყალში გაჩერება ბაქტერიების გამრავლებას ხელს უწყობს, რაც პროდუქტის უვნებლობასა და ხარისხზე მოქმედებს.