უკვე შეიძინეთ საქართველოს ისტორიის ილუსტრირებული ხუთტომეული? პირველი ტომი: „უძველესი ხანიდან – ადრე შუა საუკუნეებამდე“ მხოლოდ 18 ლარად - მშობლები

უკვე შეიძინეთ საქართველოს ისტორიის ილუსტრირებული ხუთტომეული? პირველი ტომი: „უძველესი ხანიდან – ადრე შუა საუკუნეებამდე“ მხოლოდ 18 ლარად

2025-05-21 15:48:37+04:00

თუ ჯერ არ შეგიძენიათ ილუსტრირებული საქართველოს ისტორიის ახალი ხუთტომეულის პირველი წიგნი, იჩქარეთ! ერთი კვირის მანძილზე, პირველი ტომის შეძენას სპეციალურ ფასად, 18 ლარად შეძლებთ.

ყველას აქვს შესაძლებლობა გაეცნოს საქართველოს ისტორიას უნიკალურ ილუსტრირებულ გამოცემაში — ისტორიას, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ.

გამომცემლობა წარმოგიდგენთ ახალი ხუთტომეულის სერიას, რომელშიც მოთხრობილია ჩვენი ქვეყნის გზა უძველესი დროიდან დღემდე.

პირველი ტომი, რომელიც 19 მაისს გამოვიდა, ეძღვნება საქართველოს ისტორიის საწყის ეტაპებს: უძველესი ხანიდან – ადრე შუა საუკუნეებამდე.

ამ ტომში გაეცნობით:

  • როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ამ ტერიტორიაზე ათასობით წლის წინ;
  • როგორ ჩამოყალიბდა ქართული კულტურის საფუძვლები;
  • პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები: დიაოხი, კოლხა, იბერია;
  • ანტიკური სამყაროსთან კავშირები და ქართველთა ადრეული ქრისტიანული გზა;
  • იმ ადამიანების ამბები, რომლებმაც ააშენეს და შეინარჩუნეს საქართველო

ყოველი გვერდი გამდიდრებულია ფოტოილუსტრაციებით, არქეოლოგიური რუკებით, ისტორიული რეკონსტრუქციებითა და თვალსაჩინო ვიზუალით, რაც ისტორიას აცოცხლებს და მკითხველს ეპოქაში მოგზაურობის შთაბეჭდილებას უტოვებს.

სერია გამოიცემა თვეში ერთხელ, შემდეგი ტომი ივნისში გამოვა. ფასი – მხოლოდ 18 ლარი, გამოცემიდან ერთი კვირის მანძილზე.

„საქართველოს ისტორია“ ასევე კარგი საჩუქარია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, როცა ყველამ იცის თავისუფლების ფასი, ამ გამოცემით აღმოაჩენთ, როგორი რთული გზა გაიარა საქართველომ, რომ დღემდე მოეღწია.

R