ადრეული ასაკიდან ოჯახის წევრებთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენს პიროვნებას აყალიბებს. საყვარელი ხალხის გავლენა კი ჩვენს ქცევებზე, აღქმებსა და დამოკიდებულებებზე აისახება. ჯანსაღი ურთიერთობები უკეთეს ადამიანად გვაქცევს, ზრდასა და განვითარებაში გვეხმარება და მიზნების მიღწევას გვასწავლის. ტოქსიკური გარემო კი, პირიქით. ჩვენს მომავალს მნიშვნელოვნად ცვლის.
დღეს ერთ მარტივ ტესტს გაგიზიარებთ. თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი სურათი, რომელზეც ფიქრობთ, რომ იქ გამოსახული ადამიანები ერთმანეთისათვის უცხოები არიან ან მყარი ოჯახური ურთიერთობა არ აქვთ.
თქვენი არჩევანის მიხედვით, გაარკვევთ, როგორ იმოქმედა ოჯახმა თქვენზე, რა თვისებები მიიღეთ ბავშვობაში და როგორი ადამიანი ხართ ახლა ურთიერთობებში:
სინამდვილეში, ეს სურათი ბედნიერ ოჯახს ასახავს: მოსიყვარულე მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებზე ზრუნავენ. რატომ აირჩიეთ ეს ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ სწორი პასუხი აშკარა იყო? შესაძლოა, ბავშვობასთან, ოჯახთან, წარსულთან რაიმე ტრავმა და ნეგატიური გამოცდილება გაკავშირებთ.
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შესაძლოა, თქვენი არჩევანი ნეგატიურ აზროვნებასა და ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებდეს, რაც ბავშვობის სირთულეებს უკავშირდება. შეიძლება, მშობლები არასათანადოდ გეპყრობოდნენ, მათგან სიყვარულს ვერ გრძნობდით. ან ოჯახში ძალადობის სცენების მომსწრე ხართ, მშობლების განქორწინებით გამოწვეულ ტკივილს განიცდით და ჯანსაღი ურთიერთობებისა და ძლიერი ოჯახის შესახებ არასწორი წარმოდგენა გაქვთ.
მეოჯახე ადამიანი ხართ. თქვენს საყვარელ ადამიანებს მსოფლიოში ყველაზე მეტად აფასებთ. გჯერათ, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ადამიანს აქვს. შვილებზე, ქმარზე/ცოლზე, მშობლებზე ზრუნვა თქვენი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ისინი კარგად არიან. გიყვართ, როდესაც მათ სიხარულსა და ბედნიერებას ჩუქნით და სანაცვლოდ მხოლოდ გულწრფელობასა და ნდობას ელით.
ჯანსაღი ურთიერთობა კი ბავშვობიდან მოდის, როცა მშობლები, სხვა ახლობელი ადამიანები თქვენთვის მაგალითად გადაიქცნენ. შესაძლოა, ამ სურათზე ნახეთ უფროსები, რომლებიც თავიანთ თავზე ზედმეტად არიან კონცენტრირებულნი, ბავშვს ხელსაც არ ჰკიდებენ და ემოციას არ გამოხატავენ. თქვენ კი ფიქრობთ, რომ ნამდვილი ოჯახი სრულიად განსხვავებულად იქცევა.
უფრო მარტოსული ადამიანი ხართ, ვიდრე მეოჯახე. კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობის გატარება თქვენთვის გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ბავშვებთან, მეუღლესთან ან სხვა ნათესავებთან ერთად. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს სურათი იმიტომ აირჩიეთ, რომ შესაძლოა, ფიქრობთ, მამას ცოლი და შვილი საერთოდ არ აინტერესებს. ან დედა ცდილობს, ბავშვი მამას მოარიდოს. ეს სიტუაცია კი მყარი ოჯახის აღწერას ძნელად თუ შეეფერება.
სავარაუდოდ, გაიზარდეთ ოჯახში, სადაც მამა თქვენზე არ ზრუნავდა ან მისი როლი ძალიან მცირე იყო და ძირითადი პასუხისმგებლობა დედას ჰქონდა. სამაგიეროდ, ძალიან პასუხისმგებლიანი და მზრუნველი ადამიანი გახდით, გსიამოვნებთ სხვების დახმარება და იმის გაკეთება, რაც ბავშვობაში დაგაკლდათ.