როცა ყველას ეგონა, რომ ცოტა ხნით ჩაცხრა ეს "ცხელი კერა", კვლავ დაიწყო განხეთქილება. ან უბრალოდ, არც ჩამცხრალა არასდროს და ახერხებდნენ შეფუთვას საზოგადოების დასანახად. ფაქტია, ბრუკლინ ბექჰემის 30 წლის ცოლი, მილიარდერების ქალიშვილი ნიკოლა პელტცი ვერ იტანს ქმრის მშობლებს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ის მათ "ტოქსიკურებს", "საკუთარ თავზე შეყვარებულებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი გამუდმებით ლანძღავენ უფროს ვაჟს.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, ბრუკლინი ნიკოლას მხარეს არის და წყვილმა ყველა ბოლო ოჯახური დღესასწაული გამოტოვა. არ იყვნენ დევიდის და ვიქტორიას დაბადების დღეებზე, არც სოციალურ ქსელში მიულოციათ. არ იყვნენ არც ვიქტორიას კოლექციის ჩვენებაზე, რომელსაც მთელი ოჯახი დაესწრო.
ნიკოლა ამბობს, რომ ქმარს იცავს მშობლების ტოქსიკური დამოკიდებულებისგან. თითქოსდა 26 წლის ბრუკლინს მშობლები ძალიან ცუდად ექცევიან, ხშირად ლანძღავენ და საყვედურობენ. რძალს არ რთავენ უფლებას, ოჯახურ საუბრებს დაესწროს და ვიქტორიას და დევიდს არ მოეწონათ, რომ პელცი ბრუკლინს "იცავს" მათგან. "ის მათ ეპასუხება და ბრუკლინის ინტერესებისთვის იბრძვის", - ამბობს პელტცთან დაახლოებული წყარო. მისივე მონათხრობის თანახმად, ვიქტორია ტელეფონზე ურეკავს ბრუკლინს და საათობით უყვირის და ლანძღავს. ბრუკლინს რა ხანია, არც ძმასთან - 22 წლის რომეოსთან აქვს ურთიერთობა. გავრცელებული ცნობებით, მიზეზი რომეოს ახალი შეყვარებულია, რომელიც მანამდე ბრუკლინს ხვდებოდა.
ამბობენ, რომ ამ სიტუაციას ძალიან განიცდის ვიქტორია და უძილობა აწუხებს.
არადა, მცირე ხანს ეცადნენ ჭორების ჩაცხრობას, ერთობლივი მხიარული ფოტოები და ვიდეოებიც გამოაქვეყნეს ოჯახური დღესასწაულებიდან, თუმცა ურთიერთობა ისევ დაიძაბა.
ცნობისათვის, მილიარდერების ქალიშვილს ჯერ კიდევ ქორწილის წინ ჰქონდა კონფლიქტი სადედამთილოსთან. 2022 წელს, ქორწილამდე, ნიკოლამ უარი თქვა ვიქტორიას კაბის ჩაცმაზე და ასევე, სადედამთილოს დახმარებაზე დღესასწაულის დაგეგმვისას.