რუსკა მაყაშვილის ქალიშვილი კატო ნიჟარაძე 4 წლის გახდა. დაბადების დღის ტორტი ჯერ შუაღამისას ჩააქრო და სურვილები ჩაიფიქრა, მერე კი დაბადების დღის ცენტრში აღნიშნა, მშობლებთან, ძმასთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად.
"4 თვეა ცალკე გადმოვედით საცხოვრებლად, მე და ჩემი შვილები... საინტერესოა მარტო ცხოვრება. ყველაფერს აქვს თავის პლუსები და მინუსები, მაგრამ საინტერესოა ძალიან. რაღაც ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, მარტო, ცალკე ცხოვრების, ვნახოთ როგორ იქნება ეს ყველაფერი..." - თქვა ბოლოდროინდელ ინტერვიუში.
ქალიშვილის დაბადების დღეზე კი რუსკა და სანდრო მის გვერდით იყვნენ და ერთად აღნიშნეს ეს დღე.