"ჩემთვის არ უღალატიათ, მესამე ადამიანზე არასოდეს მსმენია... მაგრამ მერწმუნეთ, ამაზე დიდი ღალატიც არსებობს" - თათია შარანგია ჯარჯი თორაძესთან დაშორებასა და ცხოვრების მთავარ ფუნქციაზე - მშობლები

"ჩემთვის არ უღალატიათ, მესამე ადამიანზე არასოდეს მსმენია... მაგრამ მერწმუნეთ, ამაზე დიდი ღალატიც არსებობს" - თათია შარანგია ჯარჯი თორაძესთან დაშორებასა და ცხოვრების მთავარ ფუნქციაზე

2025-05-25 21:45:10+04:00

პიანისტი და ტელეწამყვანი, სამი შვილის დედა თათია შარანგია სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ის მესამე ქმარს - ბიზნესმენ ჯარჯი თორაძეს დაშორდა. მიზეზებსა და სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა გამომწერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ღალატი არ ყოფილა მიზეზი, რომ საკუთარ პრობლემებსა და ტკივილებს შეხვდა და სულის თავისუფლებას მიაღწია. ისიც აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების მთავარი ფუნქცია შვილების აღზრდა და სწორ გზაზე დაყენებაა.

tatia7-1748195481.png

tatia2-1748195481.png

485054795-2861256584039044-6926926369321807522-n-1748195966.jpg

თათია შარანგიას მოზარდობის პერიოდიდან იცნობს საზოგადოება, როგორც ნიჭიერ პიანისტს. 14 წლისა საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, თუმცა მოგვიანებით ყვებოდა, რომ ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში და ამ ასაკში მარტო ცხოვრება ძალიან გაუჭირდა.

თათიას პირველივე ქორწინება გახმაურებული იყო, რადგან ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე იქორწინა. მას და ლაშა შევარდნაძეს ორი ვაჟი შეეძინათ. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.

1544017706-21190-1748195966.jpg

მეორედ ბიზნესმენ სანდრო შელიაზე იქორწინა. წყვილს ვაჟი შეეძინა და რამდენიმე წელი იდეალურ წყვილად მიიჩნეოდნენ. თუმცა მათი ქორწინებაც არ გამოდგა მყარი და განქორწინდნენ.

1ce578f6-3c99-4287-abad-da25a4eb1290-800x570-40370-1748195966.webp

სანდრო შელიამ თათიას შემდეგ ჟურნალისტ ნინი ხუბუტიაზე იქორწინა. წყვილი ახლა პირველ საერთო შვილს ელოდება.

snapinsta-1742375674.app_483876143_18491095561051699_6564827101514641029_n_1080.jpg

რაც შეეხება თათიას, სანდროსთან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში ბიზნესმენი ჯარჯი თორაძე გამოჩნდა. წყვილმა იქორწინა და თათია ხშირად უზიარებდა საზოგადოებას თავისი დიდი სიყვარულის და რომანტიკული ამბების ამბებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ თათიას ეს ქორწინებაც არ აღმოჩნდა ბედნიერი და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

406646292-2674557306033585-240937050826207628-n-51269-1748195966.webp