როდის და როგორ უნდა დაიწყოთ  უცხოური უნივერსიტეტებისთვის აქტივობები, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ: „ისინიც ადამიანურად შეხედავენ თქვენს ყველა აქტივობას“ - მშობლები

როდის და როგორ უნდა დაიწყოთ  უცხოური უნივერსიტეტებისთვის აქტივობები, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ: „ისინიც ადამიანურად შეხედავენ თქვენს ყველა აქტივობას“

2025-05-26 09:59:51+04:00

საქართველოში ბევრი მოსწავლე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მოხვედრაზე ოცნებობს. თუმცა ყველამ იცის, რომ იქ მოხვედრა უდიდეს კონკურენციას გულისხმობს და მხოლოდ კარგი ნიშნები ამისთვის საკმარისი არის. განათლების კონსულტანტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი,ნათია სირაბიძეგირჩევთ, როდის უნდა დაიწყოთ უცხოური უნივერსიტეტებისთვის აქტივობების განხორციელება, რათა მათთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ და დაფინასების მიღებაში უპირატესობა გქონდეთ.

„დასავლეთის უნივერსიტეტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აქტივობებს. ეს აქტივობები მოიცავს როგორც მოხალისეობრივ მუშაობას, ასევე კონფერენციებში მონაწილეობას, სხვადასხვა პროექტში ჩართვას და მათ შორის, ოჯახისთვის დახმარებას. მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ - თუ ამ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებთ მხოლოდ ბოლო წლებში, ეს უნივერსიტეტს მიანიშნებს რომ „ახლა გამოფხიზლდი“. ამიტომ სასურველია, ეს აქტივობები მე-9 კლასიდან დაიწყოთ. ყოველ ზაფხულს, წლის განმავლობაში ერთი აქტივობა მაინც გქონდეთ განხორციელებული, რაც უნივერსიტეტს მიანიშნებს, რომ ნამდვილად აქტიური და საინტერესო პიროვნება ხართ და მხოლოდ უნივერსიტეტში მისაღებად არ დაგიგეგმავთ ეს ყველაფერი.

კარგად გაითვალისწინეთ ეს ნიუანსი - თქვენი შემფასებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ამიტომ ისინიც ადამიანურად შეხედავენ თქვენს ყველა აქტივობას“, - ამბობს ნათია სირაბიძე ბლოგში „ნათია განათლებაზე“.

რაც შეეხება საერთაშორისო ტესტებს, რომლებიც ასევე აუცილებელია უცხოურ უნივერსიტეტებში მოსახვედრად, ნათია ამასთან დაკავშირებით გირჩევთ, რომ არ არის საჭირო მათთვის დიდი ხნით მზადება.

„არ არის საჭირო საერტაშორისო ტესტებისთვის ერთი წლით ადრე მომზადება. ამისთვის სათვიანი კურსიც საკმარისია. ამ ტესტებისთვის მომზადება ხდება მხოლოდ იმ მიმართულებით, თუ როგორ მოახერხოთ დროის მენეჯმენტი, იცოდეთ ტესტის სტრუქტურა, სტილი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და არა რამდენად ვიცით ენა, მათემატიკა და სხვა. ამიტომ დიდი სნით ადრე ჯობს ენასა და მათემატიკაში მოემზადოთ, ხოლო კონკრეტულად რომელიმე ტესტისთვის მომზადება 2-3 თვით ადრე დაიწყეთ.“ - ამბობს ნათია სირაბიძე.

თუ სწავლის გაგრძელება ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში გინდათ - რას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება და როგორ უნდა მოიპოვოთ დაფინანსება