უკვე რამდენიმე დღეა, სომხეთში გამართული მასშტაბური ქორწილი მედიაში აქტიურად განიხილება. მარინე ავაკიანისა და რომან ბადალიანის მდიდრულ წვეულებას წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ქორწილი უწოდეს. რომან ბადალიანი ქვეყნის უდიდესი ტოტალიზატორის, Vivaro-ს მფლობელის, ვიგენ ბადალიანის ძმისშვილია.
წვეულებისთვის ახალდაქორწინებულებმა ერევანში მთავარი საკონცერტო დარბაზი - კარენ დემირჩიანის სპორტული კომპლექსი დაჯავშნეს. იქ სტუმრებისათვის არაერთი საცეკვაო ნომერი შესრულდა. წვეულებაში ცნობილი მუსიკალური ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. შემსრულებლებს შორის ვალერი მელაძე და ტატა სიმონიანიც იყვნენ. საღამო კი გარიკ მარტიროსიანმა და ნაზენი ოგანესიანმა წაიყვანეს.
ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი, ნიკოლ შერზინგერიც ესწრებოდა.
ქორწილში წყვილს რამდენიმესართულიანი, ძვირად ღირებული ტორტი ჰქონდა. ასევე, პატარძალმა კაბა რამდენჯერმე გამოიცვალა. მან მდიდრული საქორწილო კაბიდან დაწყებული, ტრადიციული სომხური კაბითა და კოქტეილის კაბით დამთავრებული, რამდენიმე ულამაზესი კაბა მოირგო.
უამრავი სტუმრისა და მასშტაბური ღონისძიების გამო, ქორწილს წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული წვეულება უწოდეს.