რატი გაჩეჩილაძე მოცეკვავეების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მშობლები "თელას" დამფუძნებლები იყვნენ. ახლა ამ ცნობილ საცეკვაო სტუდიას თავად უძღვება ძმასთან - ასევე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთად. რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დისქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში ამჯობინა ცხოვრება და საქმიანობა.