ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მეუღლემ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ვიეტნამში, საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან ჩასვლის დროს სახეში ხელი გაარტყა.
"ჩემს ცოლთან ერთად ვხუმრობდი, რასაც ხშირად ვაკეთებთ. ეს არაფერია“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.