ახალი კამპუსი და BTU-ს განვითარების ახალი ეტაპი - მშობლები

ახალი კამპუსი და BTU-ს განვითარების ახალი ეტაპი

2025-05-28 08:55:21+04:00

BTU-ს ახალი კამპუსი, განთავსებული ჭავჭავაძის გამზირზე, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიებით, აუდიტორიებით, ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სტუდენტური სივრცეებით, სტუდენტებისთვის უკვე ფუნქციონირებს.

491214932-1877672602993018-8058101854172859869-n-1748325475.jpg

491214121-1042789250670913-2276695558671372568-n-1748325475.jpg

ახალი პროგრამების და ინოვაციური პროექტების ამოქმედებით, დამატებით 6,000-მდე კვმ სივრცეში BTU 11,000 სტუდენტზე გათვლილ თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას ქმნის. სწავლება გაზაფხულის სემესტრიდან უკვე მიმდინარეობს და სასწავლო პროცესთან ერთად, ახალ კამპუსში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ახალი კამპუსის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ბიბლუსის მაღაზია და წიგნის კაფე, სადაც ლიტერატურული შეხვედრები, წიგნების პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები გაიმართება.

491215783-1218533459995755-1825540126614506238-n-1748325511.jpg

491214919-520646964349278-4787428100545860686-n-1748325510.jpg

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და 8 წლის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები შექმნა როგორც ტექნოლოგიების, ისე ბიზნესის მიმართულებით. 3 და 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამები, 1 და 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამები, სადოქტორო საფეხურის უპრეცედენტო პროგრამები რეგიონში, სტუდენტებს ერთდროულად ორი, ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

495074552-1231731825540356-5863458068193562597-n-1748325542.jpg

2025 წელს უნივერსიტეტმა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მისაღები სტუდენტების უპრეცედენტო რაოდენობა გამოაცხადა.

საბაკალავრო პროგრამები:

  • ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში - 150 ადგილი
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 450 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - 300 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 300 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 150 ადგილი
  • ციფრული მარკეტინგი - 525 ადგილი

სამაგისტრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის - 50 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები - 50 ადგილი
  • ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps - 50 ადგილი
  • საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები - 50 ადგილი

გარდა ამისა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლის ზაფხულის მობილობისთვის აცხადებს 235 ადგილს.

საბაკალავრო პროგრამები:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 30 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - 75 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 30 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 20 ადგილი
  • ციფრული მარკეტინგი - 80 ადგილი

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდი.

R