"წყალმაც კი შეიძლება მოწამლოს" - ყოველდღიური პროდუქტები, რომლებისგანაც დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები ყველაზე ხშირად იწამლებიან - მშობლები

"წყალმაც კი შეიძლება მოწამლოს" - ყოველდღიური პროდუქტები, რომლებისგანაც დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები ყველაზე ხშირად იწამლებიან

2025-05-27 13:13:41+04:00

ბევრ მშობელს გამოუცდია, როდესაც დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი ავად ხდება. საზაფხულო აგარაკებზე ყველაზე ხშირად ნაწლავური პრობლემები იჩენს თავს - "მოიწამლა", "რაღაცამ აწყინა" "წყალმა მოწამლა" - ასე ახასიათებენ ხოლმე მშობლები პრობლემების მიზეზებს.

ზაფხულში მავნე პროდუქტების ჩამონათვალი ყველამ ზეპირად ვიცით - კრემიანი ნამცხვრები, მაიონეზიანი სალათები, ცუდად გარეცხილი ხილ-ბოსტნეული. მაგრამ საფრთხე იმ პროდუქტებიდანაც მოდის, რომლებსაც, როგორც წესი, ამ მხრივ ყურადღებას არ ვაქცევთ.

1. რძე და რძის პროდუქტები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ეს ჯგუფი პირველი კატეგორიის პროდუქტების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება საკვები მოწამვლის მიზეზი. ბავშვს სიფრთხილით უნდა მივცეთ ნედლი რძე და არამცდაარამც აუდუღებელი, თუნდაც საკუთარი სახლიდან.

აუდუღარ რძეთან ერთად ბავშვის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ვირუსული ტკიპის ენცეფალიტი, ტიფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, სხვადასხვა მწვავე ნაწლავური ინფექციები.

სიფრთხილეა საჭირო სახლში დამზადებულ სხვა რძის პროდუქტებთანაც - იოგურტი, მწვანილი, ჭყინტი ყველი. ისინი ისედაც მალფუჭდებადია, ხოლო ზაფხულის სიცხეში კიდევ უფრო სწრაფად ფუჭდება.

2. კვერცხი

კვერცხი სალმონელოზის ძირითადი წყაროა, რომელიც ხშირად მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში. სალმონელები მხოლოდ ნაჭუჭზე იმყოფებიან და თუ ნაჭუჭი დაუზიანებელია, ბაქტერიები შიგნით არ შედიან. მაგრამ პატარა ბზარიდანაც კი სალმონელები სწრაფად ხვდებიან კვერცხის შიგნით. ამიტომ კვერცხის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მათ მთლიანობას. არ მიირთვათ კერძები და დესერტები, რომლებშიც თერმულად არასაკმარისად დამუშავებული კვერცხია გამოყენებული.

3. წვენები

ცუდად გარეცხილი ხილით ან დაუბანელი ხელით ახლად გამოწურული წვენიც საშიშია. თუ წვენში ყინულს ამატებენ, ისიც სუფთა წყლის უნდა იყოს. ამიტომ სმუზებს, ფრეშებს და სხვა ნატურალურ წვენებს საეჭვო ადგილებში ნუ დალევთ. დაფასოებული წვენის ყუთები კი კარგად გაწმინდეთ.

4. ნაყინი

ნაყინი უსაფრთხოა მანამ, სანამ შენახულია სტაბილურად დაბალ ტემპერატურაზე ინახება. გამლღვალ და შემდეგ კვლავ გაყინულ პროდუქტში საშიში მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ არასოდეს ნუ იყიდით გალღობილ ან ხელახლა გაყინულ ნაყინს, რომელიც აშკარად დეფორმირებულია.

5. პომიდორი

ინფექციების გამომწვევები ადვილად შედიან დაზიანებული კანის მეშვეობით რბილობში, განსაკუთრებით გადამწიფებული პომიდორში. ესაა სალმონელები და ნოროვირუსები - მწვავე ნაწლავური ინფექციების ხშირი მიზეზები. პომიდვრის რბილობი შესანიშნავი გარემოა მათი ზრდისთვის. თუნდაც დაზიანებული ადგილი მოჭრათ, სრული უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამიტომ ჯობია ასეთი ნაყოფი მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ გამოვიყენოთ ან დაუზიანებელი კანით შევიძინოთ.

6. მოხარშული სიმინდი

საყვარელი "პლაჟური" პროდუქტი შეიძლება სერიოზული მოწამვლის მიზეზი გახდეს. გამყიდველი მთელი დღე ატარებს სიმინდს ცხელ პლაჟზე! საერთოდ პლაჟზე საკვები პროდუქტების გამყიდველებისგან ჯობია ნედლი და დაუფასოებელი პროდუქტი არ შეიძინოთ.

7. წყალი

ბევრი ინფექცია სწორედ წყლის მეშვეობით გადაეცემა. საქართველოს რეგიონებში უწყვეტი წყლის მომარაგების პრობლემაა. ამიტომ ონკანებში უხშირესად რეზერვუარებში ნაგროვები წყალი მოდის, რომლის დალევაც რისკებთანაა დაკავშირებულ. ასეთ ადგილებში ჯობს, ბოთლის წყალი გამოიყენოთ და ხილიც მასში გარეცხოთ.

გაითვალისწინეთ:

ზაფხულის სიცხეში ბავშვის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ალერგენების მიმართ და შეიძლება მოულოდნელად რეაგირება ჰქონდეს თუნდაც ჩვეულ პროდუქტებზე!