ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან შესარიგებლად მზადაა: "შუამავალი უკვე გაუგზავნა" - მშობლები

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან შესარიგებლად მზადაა: "შუამავალი უკვე გაუგზავნა ბრედს"

2025-05-28 09:29:46+04:00

უკვე რვა წელია, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ვერ წყვეტენ განქორწინების შედეგად წარმოქმნილ დავებს. მათ სასამართლო დავებს დასასრული არ უჩანდა, თუმცა, ამბობენ, რომ მორიგების იმედი გაჩნდა.

2024 წლის ბოლოს ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 8 წლიანი სასამართლო დავების შემდეგ ოფიციალურად განქორწინდნენ. გავიხსენოთ, მსახიობმა ქმართან გაშორება კერძო თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა, რომლის დეტალები დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი. მაგრამ მომხდარის შემდეგ მსახიობმა მთელი მსოფლიოს წინაშე დაადანაშაულა ოდესღაც საყვარელი კაცი ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებასა და უკონტროლო აგრესიაში — მათ შვილებთან მიმართებაშიც კი.

განშორების შემდეგ ორივეს შეეძლო ერთმანეთის გარეშე ახალი ცხოვრება დაეწყო. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ყოფილი ცოლ-ქმარი კვლავ სასამართლოში იბრძვის ფრანგული მარნის, მეურვეობის და სხვა წვრილმანების გამო.

წყვილის ახლობლები ფიქრობდნენ, რომ ეს ბრძოლა არასდროს დასრულდებოდა. თუმცა, მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. წყაროები იუწყებიან, რომ ჯოლიმ პიტს მორიგების თხოვნით მიმართა, რადგან გამუდმებული სასამართლოები ანჯელინაზე ძალიან მოქმედებს და მსახიობს მუდმივი სტრესისგან გამოწვეული შედეგების ეშინია.

"ანჯელინას ეშინია, რომ ნეგატიურმა ენერგიამ სასიკვდილო დაავადება არ გააღვიძოს, მათ შორის კიბო. მან ბრედს შუამავლის მეშვეობით შეატყობინა მორიგების შესახებ. სურს წარსული დაივიწყოს", — ამბობს ინსაიდერი.

უნდა აღინიშნოს, რომ ანჯელინა ძალიან ყურადღებით ეკიდება თავის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2013 წელს ექიმებმა მისი ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 87%-ით, ხოლო საკვერცხეების კიბოს რისკი 50%-ით შეაფასეს. მაშინ ვარსკვლავმა გადაწყვიტა წინასწარ ემოქმედა და პროფილაქტიკური ორმაგი მასტექტომია ჩაეტარებინა. მით უმეტეს, მისი დედა ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.

"მან გააცნობიერა, რომ ბრედთან ჩხუბმა და სტრესმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს მასზე, და გადაწყვიტა, რომ დრო იყო, დასრულებულიყო უთანხმოება და შეთანხმება მიეღწია მარნისა და მეურვეობის შესახებ, რაც მთელი ოჯახისთვის მისაღები იქნება", — ამბობს ანჯელინას მეგობარმა.

მსახიობს სურს სრულად განთავისუფლდეს შფოთვისა და სტრესისგან, ამიტომ იგი ამერიკიდან წასვლას და ახალი ცხოვრების დაწყებას კოლუმბიაში გეგმავს. თუმცა მანამ, სანამ მის უმცროს შვილებს 18 წელი არ შეუსრულდება, ჯოლი ვერ შეძლებს აშშ-ს დატოვებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პიტმა თავის შვილებს ასე შორს წასვლის უფლება მისცეს, ხოლო მისი თანხმობის გარეშე ნოქსი და ვივიენი ვერ დატოვებენ ქვეყნის ტერიტორიას. ბრედი კვლავ იმედოვნებს, რომ თავის მემკვიდრეებთან კონტაქტი აღადგინოს. შესაძლოა, თუ მარნისთვის ბრძოლა დასრულდება, მათი ურთიერთობებიც დათბეს.