"როცა ჩემს შვილზე მეუბნებიან: "რა ლამაზი ბიჭი გყავს! ნეტავ, დაგანახა" - მიფიქრია, 5 წუთით დამანახა და მეტს არ ვიტყოდი" - დიანა ღურწკაია საკუთარი შვილის შესახებ - მშობლები

"როცა ჩემს შვილზე მეუბნებიან: "რა ლამაზი ბიჭი გყავს! ნეტავ, დაგანახა" - მიფიქრია, 5 წუთით დამანახა და მეტს არ ვიტყოდი" - დიანა ღურწკაია საკუთარი შვილის შესახებ

2025-05-28 09:37:38+04:00

მომღერალი დიანა ღურწკაია გადაცემაში "ნოესთან" საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ნოე სულაბერიძემ მასთან ინტერვიუ 2022 წელს ჩაწერა, თუმცა ახლა კვლავ გამოქვეყნდა ეს ინტერვიუ:

- ჩემს შვილს დავინახავდი... არასდროს მიფიქრია, თუ რატომ ვერ ვხედავ, რატომ მაქვს ასეთი მდგომარეობა. ღმერთს მადლობა, ყველაფრისთვის. ალბათ, ასე იყო საჭირო. მაგრამ, როცა ჩემს შვილზე მეუბნებიან: "რა ლამაზი ბიჭი გყავს! ნეტავ, დაგანახა" - მიფიქრია, 5 წუთით დამანახა და მეტს არ ვიტყოდი-თქო. თუ ვიღაცას შევხედავდი, ეს ჩემი შვილია. კი ვიცი, როგორი ლამაზი, ძალიან საყვარელი ბიჭია, როგორ მახარებს და მაბედნიერებს, მაგრამ, ალბათ, ცოტა უთქმელობა მრჩება გულში, ცოტა ხნით რომ დამანახა...

საბავშვო ბაღში ღონისძიება ჰქონდათ. ბოლოს თამაში მოიფიქრეს, მშობლები უნდა ჩართულიყვნენ. ვიღაცას ბებია მოჰყვებოდა, ვიღაცას ბაბუა, დედა, მამა. დედებიც უნდა ჩართულიყვნენ. მასწავლებელმა ყველას რომ უთხრა, რომ უნდა ვითამაშოთ თქვენს მშობლებთან ერთადო, ჩემი ბავშვი ავტომატურად ჩემთან გამოიქცა. ამ დროს მინდოდა, მიწა გამსკდომოდა. არა იმიტომ, რომ ვერ ვხედავდი, უბრალოდ, ისე დამენანა ბავშვი, რომ ის დედასთან გამოიქცა და ამ დროს ვერ ვითამაშებდი... მაგრამ, რაღაც მაინც შევძელი, რომ ბავშვისთვის ეს არ მეჩვენებინა. კიდევაც ვითამაშე... ასეთი პერიოდები მქონდა.

ჩემი შვილი ძალიან საყვარელი ბიჭია. ის ჩემი მეგობარია.

კიბოს დიაგნოზი დამისვეს, ჩემს ირგვლივ ყველა ტიროდა და უკვე მემშვიდობებოდნენ... - დიანა ღურწკაია თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებს იხსენებს
დიანა ღურწკაიამ ქმრის საფლავზე ნამდვილი სასახლე აღმართა: შვილ კონსტანტინესთან ერთად ქმრის საფლავის კეთილმოწყობით არის დაკავებული