რა გავლენას ახდენს სქესი აუტიზმის განითარებისას - მეცნიერების ახალი კვლევა - მშობლები

რა გავლენას ახდენს სქესი აუტიზმის განითარებისას - მეცნიერების ახალი კვლევა

2025-05-28 10:22:51+04:00

კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ეჭვქვეშ დააყენეს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ბიჭებსა და გოგონებში აუტიზმი განსხვავებულად ვლინდება. სპეციალისტებმა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები სქესებს შორის 12-დან 48 თვემდე ასაკის აუტისტ ბავშვებში ვერ აღმოაჩინეს. კვლევა ჟურნალ Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნდა.

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევაში მონაწილეობა 2500-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო: 1500-მა დიაგნოზირებული აუტიზმით, 600-მა ტიპიური განვითარებით და 475-მა განვითარების შეფერხებით. ყველა ბავშვმა შეფასება აუტიზმის შესწავლის ცენტრში გაიარა. ფსიქოლოგებმა 19 სხვადასხვა პარამეტრი, მათ შორის ენის განვითარება, სოციალური და მოტორული უნარები, განმეორებითი ქცევა, კოგნიტური შესაძლებლობები შეაფასეს, ასევე გამოიყენეს მზერის კვლევის ტექნოლოგიები სოციალური ჩართულობის შესასწავლად.

ძირითადი შედეგები

გამოირკვა, რომ აუტისტი ბიჭები და გოგონები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდნენ ყველა კლინიკური მაჩვენებლით, გარდა გოგონების უმნიშვნელოდ უკეთესი შეფასებისა ყოველდღიური უნარების მიხედვით (მაგალითად, ჩაცმა და კვება).

აუტისტი ბავშვების შესაძლებლობების დონის მიხედვით ქვეჯგუფებად დაყოფისას (დაბალი, საშუალო, მაღალი), სქესებს შორის განსხვავებები ასევე არ გამოვლინდა.

ტიპიური განვითარების შედარება

თუმცა სქესობრივი განსხვავებები ტიპური განვითარების მქონე ბავშვებს შორის უფრო გამოხატული იყო: გოგონები მნიშვნელოვნად უსწრებდნენ ბიჭებს ენობრივ განვითარებაში, სოციალურ უნარებსა და ყოველდღიური ამოცანების შესრულების უნარში.

ექსპერტთა მოსაზრება

კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი კარენ პირსის თქმით, შედეგებმა მეცნიერები გააკვირვა, რადგან წინა მცირემასშტაბიანი კვლევები სქესებს შორის განსხვავებების არსებობას ამტკიცებდნენ.

პირსი ორ შესაძლო ახსნას გვთავაზობს: ან წინა კვლევები შეცდომაში იყვნენ მეთოდოლოგიური შეზღუდვების გამო, ან სქესობრივი განსხვავებები გამოჩნდება მოგვიანებით - სოციალური ფაქტორებისა და ასაკთან ერთად განვითარებული ბიოლოგიური ცვლილებების ზეგავლენით. მეორე ჰიპოთეზის შესამოწმებლად გრძელვადიანი ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო.

"თუ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბავშვს ენისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაში ადრეულ ასაკში, ეს მისცემს მას შესაძლებლობას გამოავლინოს თავისი პოტენციალი და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს", - ხაზს უსვამს პროფესორი პირსი.

აუტიზმის 5 ნიშანი, რომელთა შემჩნევაც წლამდე ასაკშიც შესაძლებელია: რაც უფრო ადრე ამჩნევთ პრობლემას, მით უკეთესად ექვემდებარება ის კორექციას
აუტიზმი, ფსიქიატრებზე ადრე, შეიძლება ერთმა ანალიზმა გამოავლინოს - მეცნიერების ახალი აღმოჩენა