"პატარა ხალი მქონდა... აგრესიული სიმსივნე აღმოჩნდა. არავის ვეუბნებოდი... რაღაც ასაკის შემდეგ მივხვდი, რომ ნერვიულობა, სტრესი უარესია..."- ნატუკა გულიაშვილი საკუთარი დიაგნოზის შესახებ საუბრობს - მშობლები

"პატარა ხალი მქონდა... აგრესიული სიმსივნე აღმოჩნდა. არავის ვეუბნებოდი... რაღაც ასაკის შემდეგ მივხვდი, რომ ნერვიულობა, სტრესი უარესია..."- ნატუკა გულიაშვილი საკუთარი დიაგნოზის შესახებ საუბრობს

2025-05-28 10:37:22+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულიაშვილი გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" ონკოლოგიურ დიაგნოზზე და მასთან გამკლავებაზე საუბრობს:

- ცხვირთან პატარა ხალი მქონდა. სულ ვამბობდი, რომ ეს საგვარეულო იყო... მამიდაჩემსაც ჰქონდა. ხალი თანდათან იზრდებოდა, ხან მეკაწრებოდა, სათვალე აღიზიანებდა, მაკიაჟს რომ ვიკეთებდი, ცუდად ჩანდა. ექიმთან, ონკოქირურგთან მივედი და ვუთხარი, რომ მოწვა მინდოდა. მითხრა, ოპერაცია დღესვე გავიკეთოთო. დავთანხმდი. ექიმები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, არ მითხრეს, რა ხდებოდა. დავწექი, გამაყუჩებელი გამიკეთეს და ერთადერთი, რაც მესმოდა, იყო ის, რომ ამბობდნენ, თუ რა დიდი ზომისა და სიღრმის იყო. აგრესიული სიმსივნე აღმოჩნდა.

სულ ვამბობ ხოლმე, რომ ღმერთს ვუყვარვარ. რუჯი ძალიან მიყვარდა. რუჯი ამ პროცესების მაპროვოცირებელია. წინა წელს ზღვაზე უბრალოდ არ წავსულვარ. ექიმები საუბრობდნენ, სადმე მზეზე რომ წასულიყო, ძვალზე დაჯდებოდა და მეტასტაზი წავიდოდაო. 9 ნაკერი დამადეს. მითხრეს, რომ სიმსივნე, ბაზალიომა მქონდა. უნდა დაეთესათ და შემდგომი პერიოდი მაგის მიხედვით განგვესაზღვრა.

ჩემი თავის შეყვარება ათმაგად დავიწყე. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას არავის ვეუბნებოდი, ყველამ იცოდა, რომ უბრალოდ ხალი მოვიშორე. 2 კვირა ჩემს თავს, ორგანიზმს ველაპარაკებოდი. რაღაც ასაკის შემდეგ მივხვდი, რომ ნერვიულობა, სტრესი უარესია. როცა კარგის იმედი გაქვს, აუცილებლად კარგად გახდები.

იმის მერე ყოველთვის ვამბობ, რომ პრობლემას ყურადღება დროულად უნდა მივაქციოთ და ყველაფერი კარგად იქნება. რასაკვირველია, ექიმების მადლიერი ვარ.

ამავე გადაცემაში მსახიობმა მეუღლესთან განქორწინების შესახებაც ისაუბრა:

- მეუღლესთან განქორწინება მინანია. დღეს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ბერლინის ოპერის სოლისტია. იმ პერიოდში ანსამბლ "რუსთავის" მომღერალი იყო. ყოველთვის ვამბობ, რომ ერთი მხარე დამნაშავე არასდროსაა. მაშინ თეატრში, გადაღებებში ვიყავი. ძალიან ბევრი საქმე მქონდა და შეიძლება, ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდი. ღალატი არ ყოფილა. უბრალოდ, იყო ტყუილი. ადამიანს ვაპატიებ ყველაფერს, ტყუილის გარდა. მეუბნებოდა, რომ სადღაც იყო და ამ დროს, იქ არ იყო... შეიძლება, იმ დროს "თავში მქონდა ავარდნილი". სპექტაკლის სათამაშოდ შევედი და ვთქვი, დღეიდან გაცილებული ქალის სახელი მაქვს-თქო. რაღაც "დურაკობებს" ვაკეთებდი. მერე 5 წელი მიყვარდა. ყველაფერს ვცდილობდი, რომ დამებრუნებინა. მივხვდი, რომ იმ მომენტში სწორად არ მოვიქეცი.