4 ივნისს „რესპუბლიკა“ ამერიკელი ბასისტის, MonoNeon-ის კონცერტს უმასპინძლებს - მშობლები

4 ივნისს „რესპუბლიკა“ ამერიკელი ბასისტის, MonoNeon-ის კონცერტს უმასპინძლებს

2025-05-28 14:02:21+04:00

Billboard Georgia Stage ახალ სეზონს იწყებს. 4 ივნისს, „ბილბორდ საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონცერტების სერიის ფარგლებში თბილისს ცნობილი არტისტი MonoNeon ეწვევა. ღონისძიების წარმდგენია SOLO, გენერალური მხარმდაჭერი Club Iveria. კონცერტს, რომელიც “Eastern Promotion“-თან პარტნიორობით ტარდება, ტრადიციულად, „რესპუბლიკა” უმასპინძლებს.MonoNeon ამერიკელი ბასისტი და ფანკ მუსიკოსია მემფისიდან, რომელმაც სახელი Youtube-ზე იმპროვიზაციული დაკვრის სტილით გაითქვა, ის იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი ვინც პრინცთან მუშაობდა. ვირტუოზულმა შესრულების სტილმა მას Ghost-Note-თან, მაკ მილერთან, NAS-თან, ბუტსი კოლინთან, ჯუდით ჰილთან და ჯეიკობ კოლიერითან მუშაობის შესაძლებლობა მისცა.

20-ზე მეტ ალბომში ნათლად წარმოჩინდება მისი პროდიუსერული, ინსტრუმენტალური და ვოკალური უნარები - სოციალურმა ტექსტებმა კი მას მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული აღიარება მოუტანა. 2020 წელს მან NAS ის სტუდიურ ალბომში მონაწილებისთვის გრემის ჯილდო მიიღო.

MonoNeon ბასზე მარცხენა ხელით უკრავს, რაც მას საშუალებას აძლევს გამოიყენოს სიმების ძლიერი მოხრა - მისი სლეპის ტექნიკა უნიკალურია, რადგან ის ყველაფერს ამობრუნებულად ასრულებს. მონოს ზოგადი სტილი ბასზე შეიძლება აღიწეროს როგორც "ფანკი უჩვეულო მახასიათებლებით". Bass Player ჟურნალის ინტერვიუში მარკუს მილერმა იგი ამერიკის ამომავალ ბას ვარსკვლავად დაასახელა.

მისი ხელოვნება სცდება მხოლოდ მუსიკას – მას მოსწონს იუმორის, აბსურდისა და სოციალური კომენტარების გამოყენება. ხშირად იყენებს ინტერნეტ კულტურასა და ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებულ სიტუაციებს როგორც შთაგონების წყაროს.

მიუხედავად იმისა, რომ MonoNeon ავანგარდული და ექსპერიმენტული არტისტია, ის ღრმად არის ფესვებგადგმული ფანკისა და სოულის ტრადიციებში. მისი გავლენების ჩამონათვალშია ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან ჯორჯ კლინტონი, ბუტსი კოლინზი და J Dilla. მისი შემოქმედება განაგრძობს ჟანრული სტანდარტების გამოწვევას და დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე არაორდინალურ და ინოვაციურ ბასისტად ითვლება.

ნებისმიერი SOLO ბარათით გადახდისას ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით

Club Iveria-ს წევრებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება: Classic – 10%, Silver – 20%, Gold – 30%, VIP - უფასო.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

R