შეგახსენებთ, 5 ივლისს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში უმასპინძლებს ირლანდიას - ექვსი ერის 24-გზის ჩემპიონს. ეს იქნება ისტორიული მატჩი, რომლის მსგავსი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯერ არ ყოფილა.
ეს არის შანსი, ვაჩვენოთ არა მხოლოდ გუნდის მუხტი, არამედ ის, თუ როგორი გულშემატკივრები ვართ.
გიორგი ნემსაძე, ვეტერანი „ბორჯღალოსანი“, რომელსაც ირლანდიასთან ლელო აქვს გატანილი, აღნიშნავს :
„ირლანდიის დონის ნაკრები ჩამოდის საქართველოში და ჩვენს ამბიციას, რომ მაღალი დონის სარაგბო ქვეყანა ვართ, მხოლოდ მოედანზე კი არა, გულშემატკივრის მხარდაჭერითაც უნდა დავამტკიცოთ. აუცილებელია სტადიონის გავსება და ის ატმოსფერო, რაც ირლანდიელ გულშემატკივარს ახასიათებს - სრული მხარდაჭერა შეტევასა და დაცვაში და სიჩუმე, როცა მეტოქე კარში ურტყამს.“
🎟 ბილეთები უკვე იყიდება – გამოიყენე ეს შესაძლებლობა და მოდი, ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები!
R