გიორგი უშიკიშვილი და ნანუკა კუპატაძე მეორე შვილს ელოდებიან - ემოციები სქესის გაგების ცერემონიიდან (ვიდეო) - მშობლები

გიორგი უშიკიშვილი და ნანუკა კუპატაძე მეორე შვილს ელოდებიან - ემოციები სქესის გაგების ცერემონიიდან (ვიდეო)

2025-05-29 08:53:42+04:00

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და მსახიობი ნანუკა კუპატაძე მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, წყვილი კვლავ ვაჟს ელოდება. სქესის გაგების ცერემონია ნანუკას დაბადების დღის წვეულებას დაამთხვიეს და ახლობლების წრეში მოაწყვეს ეს სასიხარულო ამბავი.

ნანუკა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობია. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონიდანაც ახსოვს მაყურებელს. მას და გიორგის ერთი ვაჟი ჰყავთ. გიორგის გაცნობისა და მასთან ურთიერთობის დეტალებზე ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება:

492723960-10095396007145814-6066840471082511918-n-1748494972.jpg

– ჩვენი ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. სანამ სტუდენტი გავხდებოდი. ჩემი მომავალი მეუღლე 2008 წელს გავიცანი საერთო მეგობრისგან და სამი წლის შემდეგ გვქონდა ქორწილი. მეუღლეზე ბევრი საუბარი საჯაროდ არ მიყვარს (იცინის). ის გახლავთ გიორგი უშიკიშვილი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, რომელიც საოცრად მიდგას გვერდით. დღეს თუ მე რამეს წარმოვადგენ, პროფესიულად თუ როგორც დედა ან მეუღლე, ამაში მისი დამსახურება ძალიან დიდია.

საუკეთესოა. როცა იგებენ, რომ მე გიორგის მეუღლე ვარ, მეკითხებიან ხოლმე, უი, როგორიაო? არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველას საკმაოდ მკაცრი ჰგონია. რეალურად ძალიან თანამედროვე და თავისუფალი შეხედულებების მქონე ადამიანია. ჩვენ, პირველ რიგში, ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ერთმანეთს არაფერში ვზღუდავთ. მისი აზრი ჩემთვის ყველა საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

არ ვიღებ გადაწყვეტილებას ისე, თუ მას არ ვკითხე. ორივე ვგიჟდებით თავისუფლებაზე და ძალიან ვენდობით ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ნდობაა. ნდობა უდრის სიყვარულს და თუ ადამიანს არ ენდობი, მე ვფიქრობ, რომ ის არ გიყვარს. ყოფილა შემთხვევა, ორი თვე გაგრძელებულა სარეპეტიციო პროცესი და ამ დროის განმავლობაში, ქუთაისიდან თბილისში რომ მხოლოდ ორი დღით ახერხებ ჩამოსვლას, თუ ხელშეწყობა არ გექნება, ძალიან რთულია. ანალოგიურად თვითონ, გადაღებაზე წასულა ერთი ან ორი კვირით და თუ ამაში წყვილმა ხელი არ შეუწყო ერთმანეთს, ისე არაფერი გამოვა.

502432234-24111841981741314-4111623474933550732-n-1748495001.jpg

ერთხელ გიორგიმ მითხრა, მე ცოლი არ მომიყვანია იმისთვის, რომ სახლში დავსვა და სამზარეულოში დავაყენო. იმიტომ მოვიყვანე ცოლი, რომ მიყვარდა, მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო რეალიზებული თავის საქმეში და თავისუფალი ადამიანიო. ამიტომ ვამბობ, რომ ასი პროცენტით გიორგის დამსახურებაა, რომ მე ასე ლაღად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ეს დამოკიდებულება ორმხრივი უნდა იყოს, ის თუ ასე იქცევა, უფლებაც არ მაქვს მას სხვანაირად მოვექცე და ამის არც სურვილი მაქვს