დღეს დილით, ცნობილი გახდა, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ღამით მომხდარი საშინელი ტრაგედიის შესახებ. თინეიჯერების ჯგუფი მეგობარი გოგონას 15 წლის იუბილეს აღნიშნავდა.წვეულებაზე კი მასობრივი მკვლელობა მოხდა.
ერთ-ერთმა ბიჭმა ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ და დანა აიღო და სასიკვდილოდ დაჭრა ოთხი თანატოლი, რომლებიც სისხლის დაკარგვის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ჩადენილი ქმედების შემდეგ, არასრულწლოვანმა დამნაშავემ სახლი ააფეთქა და თავადაც დაიღუპა, რადგან საცხოვრებლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანმა კიდევ ოთხი მოსწავლე დაჭრა - ერთ-ერთი მათგანი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში, სამ მათგანთან კი ფსიქოლოგი მუშაობს. ამ ისტორიაში მსხვერპლი შეიძლება მეტი ყოფილიყო, თუმცა ზოგიერთმა ბავშვმა ღამის გასათევად დარჩენა არ ისურვა და სახლში წავიდა.
"17 წლის მიშა თავისი მეგობარი გოგონას, ნასტიას დაბადების დღეზე მივიდა, რომელსაც წინა დღეს 15 წელი შეუსრულდა. იუბილეს ისინი მიშას უფროსი ძმის აგარაკზე აღნიშნავდნენ. ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღების შემდეგ, ბიჭმა დანა აიღო და წვეულების ყველა მონაწილეს თავს დაესხა. განაგრძეთ კითხვა