ტესტი: აირჩიეთ ბავშვის ფოტო და გეტყვით, როგორი მშობელი იქნებით - მშობლები

ტესტი: აირჩიეთ ბავშვის ფოტო და გეტყვით, როგორი მშობელი იქნებით

2025-05-29 09:42:46+04:00

თითოეულ ჩვენგანს აღზრდის საკუთარი სტილი აქვს, რომელიც ჩვენი მშობლებისაგან ვისწავლეთ და მათზე დაკვირვებით დავიმახსოვრეთ. ჩვენმა მშობლებმა კი სხვადასხვა თვისება თავიანთი მშობლებისა და წინაპრებისაგან მიიღეს. ამიტომ, სიყვარულის, უსაფრთხოების, ბედნიერებისა და მზრუნველობის შეგრძნება ის ელემენტებია, რაც ჩვენმა მშობლებმა ჩვენში ჩადეს.

შესაძლოა, გარკვეულ მომენტში გააცნობიერეთ, რომ ის, რასაც ახლა აკეთებთ, თქვენი მშობლებისგან ისწავლეთ და მათზე დაკვირვების შედეგია. ან კიდევ ინდივიდუალური თვისებებია, რომლებიც დროსთან ერთად შეიძინეთ.

თუ გსურთ, გაარკვიოთ, როგორი მშობელი იქნებით ან ახლა როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენს შვილებთან, ერთ მარტივ ტესტს გაგიზიარებთ, რომელიც თქვენი აღზრდის სტილის დადგენაში დაგეხმარებათ.

წესები მარტივია, შეხედეთ ბავშვების სურათებს და აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. შემდეგ კი პასუხები შეამოწმეთ:

image-51-1748497423.jpg

პასუხები:

სურათი N1

1-1748497458..jpg

მზრუნველი და ყურადღებიანი მშობელი იქნებით, რომელიც განათლებასა და განვითარებას განსაკუთრებით აფასებს. შვილს კითხვისა და სწავლისკენ წაახალისებთ, მისი ზრდისა და განვითარებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნით და დაეხმარებით, რომ ბედნიერი და წარმატებული ადამიანი გახდეს.

სურათი N2

2-1748497478.jpg

აქტიური და ენერგიული მშობელი იქნებით, რომელიც ბავშვის თავისუფლებას განსაკუთრებით აფასებს და მეგობრობის ფასიც იცის. თქვენი შვილები სუფთა ჰაერზე დიდ დროს გაატარებენ, განივითარებენ სოციალურ უნარებსა და თავდაჯერებულობას.

სურათი N3

3-1748497494.jpg

შემოქმედებითი მშობელი იქნებით, რომელიც საკუთარი შვილის ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას მხარს მაქსიმალურად დაუჭერს. წაახალისებთ მის ინტერესებსა და ჰობის, შექმნით ისეთ სივრცეს, სადაც ის თვითგამოხატვასა და სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებას შეძლებს.

სურათი N4

4-1748497517.jpg

მზრუნველი და მგრძნობიარე მშობელი იქნებით, რომელიც ბავშვის ემოციურ განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თქვენი შვილები თავს დაცულად იგრძნობენ და შეძლებთ, რომ ისინი კეთილ, თანამგრძნობ და ემპათიურ ადამიანებად აღზარდოთ.