5 ივლისს, 21:00 საათზე, საქართველო ზაფხულის ტესტებს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იწყებს და ამას არა მხოლოდ მაღალ დონეზე, არამედ უნიკალური გამოწვევით ხვდება - ჩვენ ვმასპინძლობთ ირლანდიას, რომელიც ისტორიაში პირველად ჩამოდის საქართველოში (შოტლანდიისა და იტალიის შემდეგ).
ეს თამაში სიმბოლურიც იქნება - მტკიცებულება იმისა, რომ ქართული რაგბი მსოფლიო ელიტას უფრო და უფრო უახლოვდება.
გიორგი შკინინი, ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ იხსენებს ირლანდიის ნაკრებთან თამაშს, გატანილ ლელოს და ხაზს უსვამს გულშემატკივრის როლს : „ირლანდიასთან თამაში განსაკუთრებული ბედნიერებაა. ასეთი მატჩებისთვის საჭიროა სავსე ტრიბუნები - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, 5 ივლისს ერთად გავავსოთ ‘მიხეილ მესხის’ სტადიონი.“
🎟 ბილეთები უკვე იყიდება – გამოიყენე ეს შესაძლებლობა და მოდი, ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები!