სრული ზოგადი განათლების ატესტატის აღებას 20 ივნისიდან შეძლებთ. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს.
ატესტატის ასაღებად შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს მიაკითხოთ.
დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა. თუ არასრულწლოვანი ხართ, ამ შემთხვევაშიც, შეგიძლიათ, პირადობის მოწმობის საფუძველზე, მშობლის გარეშე, თავად მოითხოვოთ დოკუმენტის მიღება.
სრული ზოგადი განათლების ატესტატი 10 სამუშაო დღეში გაიცემა და მისი აღება უფასოა.
თამარ იაკობაშვილი