ორი იტალიელი ლეგენდისსოფი ლორენისა და ალ ბანო კარიზსემოციებით სავსე შეხვედრა სკანდალად იქცა. ლეგენდარული მსახიობის შვეიცარიულ სახლში გადაღებული ფოტოები მათი თანხმობის გარეშე გამოქვეყნდა, რამაც ვარსკვლავების რისხვა გამოიწვია.
მეგობრები ერთმანეთს სოფი ლორენის ჟენევის რეზიდენციაში შეხვდნენ, სადაც მსახიობი ორმოცდაათ წელზე მეტია ცხოვრობს. შეხვედრას შვეიცარიელი ავტომობილების კოლექციონერიდანიელ იზელიც ესწრებოდა, რომელიც ალ ბანოს ახლდა. ფოტოები, რომლებზეც 90 წლის ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშე და თავსაბურავით, არაფორმალურ გარემოშია, იზელიმ თავის Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. კადრებს თან ახლდა ტექსტი, რომელიც"მუსიკისა და კინოს ლეგენდებს შორის ჯადოსნურ მომენტს" აღწერდა. ფოტოები სწრაფად მოიარა ინტენეტსივრცე. განაგრძეთ კითხვა