„ბიბლუსი ჯგუფში“ შემავალი კომპანიები „ბიბლუსი“, XS Toys, „პეპელა“ და Carter’s 31 მაისსა და 1 ივნისს მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებენ.
ორი დღის განმავლობაში ერთგული საკრედიტო ბარათის, ახალი თიბისი ბარათისა და ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელები ოთხივე ბრენდის ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით პროდუქციის შეძენისას 40% ქეშბექს მიიღებენ.
ახალი თიბისი ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას ოთხივე მაღაზიაში ჯამური ქეშბექის რაოდენობა 150 ლარია, ახალი კონცეპტ ბარათის მომხმარებლებს კი შესაძლებლობა აქვთ მაქსიმუმ 200 ლარი დაიბრუნონ.
ქეშბექი მომენტალურია და ის ანგარიშზე თანხის გადახდისთანავე აისახება.
შეთავაზების პარალელურად, „ბიბლუსი ჯგუფი“ 31 მაისსა და 1 ივნისს ვაკის პარკში (მიშველაძის #5) გარე ბაზრობას მოაწყობს. ღონისძიება მოიცავს გასართობ პროგრამას, ბავშვებისთვის საყვარელ გმირებს, ბუშტების მასტერკლასს, თოჯინების თეატრსა და კითხვის საათს.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა შეიძინოთ წიგნები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და ბავშვის ტანსაცმელი განსაკუთრებული შეთავაზებით.
შეგახსენებთ, შეთავაზება აქტიური იქნება 2 დღის განმავლობაში, 31 მაისსა და 1 ივნისს. შესაბამისად, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ პატარები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულად გაანებივროთ და გაახაროთ.
R