ბავშვობაში მამის მხრიდან სექსუალურმა ძალადობამ და თანაკლასელების ბულინგმა, ის მანიაკ-პედოფილად აქცია. ყველა მსხვერპლ ბავშვს თმა ჰქონდა გაჭაღარავებული... - ცნობილი რუსი მანიაკის ამბავი - მშობლები

ბავშვობაში მამის მხრიდან სექსუალურმა ძალადობამ და თანაკლასელების ბულინგმა, ის მანიაკ-პედოფილად აქცია. ყველა მსხვერპლ ბავშვს თმა ჰქონდა გაჭაღარავებული... - ცნობილი რუსი მანიაკის ამბავი

2025-05-30 11:11:31+04:00

შემზარავმა ამბავმა, რომელიც წლების წინ რუსეთში მოხდა, საზოგადოებაში ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მანიაკის ისტორიის შესახებ კი მოგვიანებით სერიალები გადაიღეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სისასტიკე.

სერგეი გოლოვკინი 1959 წელს, მოსკოვში დაიბადა. ჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდათ, მამა ინჟინერი იყო, დედა კი დიასახლისი. თუმცა, რაც უფრო მეტი წელი გადიოდა, გოლოვკინის დედა სულ უფრო მეტად იკეტებოდა საკუთარ თავში და გარე სამყაროსთან კონტაქტს წყვეტდა, სასმელსაც მიეძალა.

მამას გართობა, წვეულებები უყვარდა. ყველა პატივს სცემდა, თუმცა სახლში როგორც მონსტრი, ისე იქცეოდა. გარდა ამისა, ბევრს სვამდა. ცოლს სცემდა. თავად გოლოვკინი მამის მხრიდან ძალადობას არ აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით, ფსიქიატრების დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ მამა მასზე გამუდმებით ძალადობდა, მათ შორის - სექსუალურად. მამის მხრიდან მასზე განხორციელებულმა სექსუალურმა ძალადობამ, ბავშვს მენტალური ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანა... სერგეი თავისზე სუსტი არსებების ჩაგვრით სიამოვნებას იღებდა.

1-1748589187.jpeg
სერგეი გოლოვკინი

მომავალი მანიაკი შესანიშნავად სწავლობდა, სკოლა ვერცხლის მედლითაც კი დაამთავრა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში, ის კლასში ყველაზე გარიყული მოსწავლე იყო. გოლოვკინს თანაკლასელებთან კომუნიკაცია უჭირდა, ფიზიკურადაც არ გამოიყურებოდა კარგად და ამის გამო ბავშვები დასცინოდნენ. ამან ბიჭი კიდევ უფრო გააბოროტა.

სერგეის ომის შესახებ ფილმები და წიგნები განსაკუთრებით მოსწონდა; აღმერთებდა ეპიზოდებს, სადაც ფაშისტები მშვიდობიან მოსახლეობას კლავდნენ და აწამებდნენ. მოზარდობის ასაკში ახალგაზრდა პარტიზანების ჩამოხრჩობის სცენებს აქტიურად უყურებდა.

13 წლის ასაკში კატის ჩამოხრჩობის იდეა მოუვიდა თავში. როგორც მოგვიანებით თქვა, კატის მოკვლით შვება იგრძნო. შემდეგ კი აკვარიუმში თევზები დახოცა...

სკოლის დამთავრების შემდეგ, ტიმირიაზევის აკადემიასთან არსებულ საცხენოსნო სკოლაში ზოოტექნიკოსის პროფესიის შესასწავლად შევიდა. ადამიანებთან კომუნიკაციას მაინც გაურბოდა და გოგონები სასტიკად სძულდა.

2-1748589228.jpeg
სერგეი გოლოვკინი

თუმცა, გოლოვკინის ცხოვრებაში იქამდე კიდევ ერთი სისასტიკე მოხდა, რამაც მისი ფსიქიკა საბოლოოდ შეცვალა. ბიჭს სკოლაში 12-14 წლის მოზარდები თავს დაესხნენ, ცხვირი და წინა კბილები გაუტეხეს და სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ სერგეის სკოლა და სკოლის მოსწავლეები საბოლოოდ შესძულდა და სურდა, ენახა, თუ როგორ იტანჯებოდნენ ბავშვები.

ტიმირიაზევის აკადემიის დამთავრების შემდეგ, მან ერთ-ერთი სოფლის საჯინიბოში დაიწყო მუშაობა. ერთი წლის შემდეგ, 1982 წელს, სერგეი გოლოვკინმა მოზარდის გატაცება პირველად სცადა. ის ტყეში 12 წლის გოგონას შეხვდა, მასთან საუბარი დაიწყო, თუმცა გოგონას უცნობი მამაკაცი არ მოეწონა და გაიქცა. ამიტომ გოლოვკინმა გადაწყვიტა, რომ შემდეგ ჯერზე მოულოდნელი თავდასხმა სჭირდებოდა...

ორი წლის შემდეგ, 1984 წელს, მან დანა აიღო და ტყეში წავიდა. მსხვერპლს პიონერთა ბანაკში ელოდებოდა. ერთ-ერთი მოზარდი მოსაწევად გავიდა. სერგეიმ ის დაიჭირა და ხეზე ჩამოკიდა. ტვინის ხანგრძლივმა ჰიპოქსიამ ენცეფალოპათია გამოიწვია და მოზარდი სამუდამოდ დაინვალიდდა. თუმცა, 9 წლის შემდეგ მან მანიაკი მაინც ამოიცნო.

4-1748589262.jpeg
სერგეი გოლოვკინი

ორი წლის შემდეგ სერგეიმ 16 წლის ბიჭი მოიტაცა, მასზე იძალადა და დაასახიჩრა. როდესაც მამამ შვილის ცხედარი იპოვა, თმა მაშინვე გაუჭაღარავდა... ბავშვი სასტიკად იყო ნაწამები. ერთი წლის შემდეგ სერგეი პიონერთა ბანაკისკენ, ამჯერად სხვა სოფელში კვლავ გაემართა და ახალი მსხვერპლის ძიება დაიწყო. გოლოვკინს საკუთარი თავის კონტროლი აღარ შეეძლო. სულ უფრო მეტი ბავშვის მოკვლა სურდა.

ცოტა ხანში, პიონერთა ბანაკიდან გამოსული 16 წლის მოზარდი მოკლა. აქ ის დანაშაულში კინაღამ გამოიჭირეს. თვითმხილველმა თქვა, რომ მამაკაცი მას და მის მოკლულ მეგობარს ფიშერის სახელით გაეცნო. გამოძიება დაიწყო, თუმცა მის კვალს ვერ მიაკვლიეს. ამის შემდეგ მანიაკმა "ფიშერის“ მეტსახელი მიიღო.

სერგეი მიხვდა, რომ უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.

ორი წლის შემდეგ მანქანა და მიწის ნაკვეთი შეიძინა. ავტოფარეხი მოაწყო და გადაწყვიტა, მსხვერპლი ამჯერად უფრო "უსაფრთხო" ადგილზე ეწამებინა.

მოზარდებს სადგურზე ხვდებოდა და სახლში წაყვანას სთავაზობდა. ამავდროულად, გზაში ეუბნებოდა, რომ ერთად მაღაზიები გაეძარცვათ. ვინც თანხმდებოდა, ავტოფარეხში მიჰყავდა, აუპატიურებდა და კლავდა, ვინც არა, გზაში ჩამოსვამდა.

8-1748589332.png
სერგეი გოლოვკინი

1990 წლის აგვისტოში ფიშერმა ორი მოსწავლე მოკლა... დრო გადიოდა, მსხვერპლი კი სულ უფრო იზრდებოდა.

მანიაკმა ყველაზე საშინელი, სისხლიანი შურისძიება 1992 წლის სექტემბერში განახორციელა, როდესაც სამი მეგობარი თავის ავტოფარეხში შეიტყუა და ბავშვები დახოცა.

ამ დროის განმავლობაში ფიშერის კვალს ყველა ეძებდა. გარდაცვლილი ბავშვების მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მკვლელისთვის მიეკვლიათ, მაგრამ სერგეი თავის დაღწევას ყოველთვის ახერხებდა. გამოცდილი ოპერატიული აგენტების ცალკე საგამოძიებო ჯგუფი კი შეიქმნა.

საბოლოოდ ერთ-ერთმა მოზარდმა, რომლის მეგობრებიც სერგეიმ წაიყვანა, ის ამოიცნო და პოლიციას უთხრა, რომ მას სერგეი ერქვა და ზოოტექნიკოსად მუშაობდა. გოლოვკინის კვალს მიაგნეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. მრავალი საათის განმავლობაში კითხავდნენ, თუმცა უშედეგოდ. მამაკაცი ბრალს არ აღიარებდა... თუმცა, მისი ავტოფარეხის ჩხრეკის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა.

როგორც გამომძიებლები ამბობდნენ, იქ ისეთი სიტუაცია დახვდათ, ეშმაკიც კი გაიქცეოდა... ავტოფარეხი სისხლით იყო სავსე, სკოლის მოსწავლეების ნივთები ეყარა. ფიშერი იძულებული გახდა, დაესახელებინა ადგილი, სადაც გვამებს მარხავდა.

9-1748589406.jpg
სერგეი გოლოვკინი

როდესაც გამომძიებლებმა გვამები ამოთხარეს, ბიჭებს თმა გაჭაღარავებული ჰქონდათ... არავინ იცის, რას აკეთებდა მანიაკი ასეთს, რომ ბავშებს თმა უჭაღარავდებოდათ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის მოზარდებს სასტიკად აწამებდა.

1986 წლიდან 1992 წლამდე სერგეიმ 12-დან 16 წლამდე 11 მოზარდი მოკლა. ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის დროს ფხიზელი იყო და ადამიანებს გაცნობიერებულად კლავდა.

მანიაკს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მან შეწყალება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

მანიაკი, მეტსახელად ფიშერი, სიკვდილით დასაჯეს.