ცნობილი რძალ-დედამთილის კონფლიქტის ნამდვილი მიზეზი გაირკვა - ნიკოლა ვიქტორიას ქორწილის დღიდან ვერ იტანს - მშობლები

ცნობილი რძალ-დედამთილის კონფლიქტის ნამდვილი მიზეზი გაირკვა - ნიკოლა ვიქტორიას ქორწილის დღიდან ვერ იტანს

2025-05-31 11:29:43+04:00

აღმოჩნდა, რომ ბრუკლინის მეუღლესა და დედას შორის კონფლიქტი ახალგაზრდა წყვილის ქორწილის შემდეგ გრძელდება. ნიკოლა მიიჩნევს, რომ ვიქტორიამ ყველა სტუმრის ყურადღება განზრახ მიიპყრო. ნიკოლა პელტცისა და ბრუკლინ ბექჰემის ქორწილის შემდეგვე გავრცელკდა ხმები რძალ-დედამთილოოს დაძაბული ურთიერთობის შესახებ. თუმცა, ინსაიდერებმა კონფლიქტის აქამდე უცნობი დეტალების გაზიარება დაიწყეს, რაც ადასტურებს, რომ ცნობილ ოჯახში სერიოზული განხეთქილება მოხდა. როგორც ჩანს, ნიკოლასა და მისი ქმრის ოჯახს შორის ურთიერთობა ისეთ ჩიხში შევიდა, შერიგება უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი.

წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ურთიერთობაში პირველი სერიოზული ბზარი ნიკოლასა და ბრუკლინის ქორწილის დროს, 2022 წელს გაჩნდა. აქამდე ამბობდნენ, რომ ვიქტორიას ეწყინა, ნიკოლამ რომ უარი თქვა მისი კოლექციის კაბის ჩაცმასა და ცერემონიის მოწყობაში მის მონაწილეობაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყენა ნიკოლსაც ქორწილიდან მოჰყვება - People-ის წყაროს ცნობით, კონფლიქტი ცერემონიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - პირველი ცეკვის დროს მოხდა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ახალდაქორწინებულები საღამოს სპეციალურად შერჩეულ სიმღერაზე ემოციური ცეკვით გახსნიდნენ. თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. ქორწილში მუსიკალური საჩუქრის სახით ბექჰემების ოჯახის მეგობარი მარკ ენტონი გამოვიდა. კომპოზიციის დაწყებამდე მან ნიკოლას ნაცვლად სცენაზე ვიქტორია ბექჰემი მიიწვია და მას „ოთახში ყველაზე ლამაზი ქალი“ უწოდა. თვითმხილველების თქმით, დამსწრეები გაოგნებულები იყვნენ, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა და თავად ნიკოლს, რომელმაც იგრძნო, რომ მისი მომენტი მოიპარეს, ცრემლები წამოუვიდა და ღონისძიება დატოვა.

ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ სიტუაცია იმან გაამწვავა, რომ ვიქტორიამ შვილთან ერთად ნელი ცეკვა იცეკვა - ზუსტად ის, რაც ახალდაქორწინებულებისთვის იყო მომზადებული. პელტცის აზრით, ასეთი ჟესტი გაუგებრობით ვერ აიხსნება. მან ეს განზრახ ქმედებად მიიჩნია, რომელმაც ქორწილის საღამოს მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად გააფუჭა.

მას შემდეგ, რძალსა და დედამთილს შორის ურთიერთობა სწრაფად გაუარესდა. ერთი პერიოდი თითქოს დალაგდნენ, ერთობლივ ფოტოებსაც დებდნენ, თუმცა ახლა ისევ კონფლიქტი აქვთ. ბრუკლინი ნიკოლას მხარესაა, მშობლები დიდი ხანია არ უნახავს და არც ოჯახურ ღონისძიებებს ესწრება. ნიკოლას მეგობრები კი ამბობენ, რომ გოგონა ქმარს მშობლების მუდმივი ლანძღვისგან და საყვედურებისგან იცავს.

1080x1347-0xqb27mkcl-5090575169718202159-1748676971.jpg

ბექჰემების სიტუაციისგან განსხვავებით, ნიკოლა საკუთარ ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს. ბირდისთან ინტერვიუში მან გულწრფელად აღიარა, რომ მის ცხოვრებაში ნათესავებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ. მსახიობმა თქვა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, ფლორიდაში მშობლებს სტუმრობს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ძმებთან და დებთან.

„ოჯახი ჩემთვის ყველაფერია და ამას მთელი გულით ვამბობ. როდესაც ყველანი ერთად ვართ, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტებია“, - აღნიშნა ნიკოლამ.

მე ყოველთვის შენ აგირჩევ! - ბრუკლინ ბექჰემის მოულოდნელი აღიარება ცნობილი რძალ-დედამთილის კონფლიქტის ფონზე. ვიქტორია ბექჰემს და მის ქმარს რძალი ტოქსიკურებს უწოდებს