გუშინ, 2025 წლის 31 მაისს, მიუნხენის სტადიონზე პარიზ სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პსჟ-მა მილანის ინტერი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. თუმცა, მატჩის შემდეგ ყველაზე ემოციური მომენტი სპორტული შედეგის მიღმა აღმოჩნდა: ტრიბუნებზე გულშემატკივრებმა დიდი ბანერი გამოფინეს, რომელზეც გამოსახული იყვნენ პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე და მისი გარდაცვლილი ქალიშვილი, ხანა. ბანერზე ჩანს, რომ მამა-შვილი ერთად ამაგრებნენ PSG-ის დროშას, როგორც ეს 2015 წელს ბერლინში გადაღებულ ფოტოზე იყო ასახული. მაშინ ლუის ენრიკე ბარსელონას მთავარი მწვრთნელი იყო, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმარჯვა.
ბანერზე გამოსახული სცენა ასახავს რეალურ ფოტოს, რომელიც 2015 წელს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გადაიღეს: ენრიკე თავის ქალიშვილ ხანასთან ერთად თამაშის შემდეგ მინდორზე იყო, სადაც ორივენი ბარსელონას დროშას ამაგრებდნენ. ეს არ ყოფილაწინასწარ დაგეგმილი ჟესტს. ეს იყო სრულად სპონტანური, ადამიანური და ემოციური მომენტი - ლუის ენრიკესთვის ეს გამარჯვება მაშინ კარიერის პიკი იყო, მისი პატარა ქალიშვილი თან დაჰყავდა მამას თამაშებზე. თამაშის დასრულების შემდეგ, როდესაც ოჯახები მოედანზე დაუშვეს, ხანა მამის გვერდით აღმოჩნდა. სწორედ მაშინ დაამაგრეს დროშაც, როგორც თბილი ოჯახურ მომენტი და არა ფორმალურ ცერემონიალი. ეს სიმბოლური მომენტი ახლა, წლების შემდეგ, PSG-ის გულშემატკივრებმა გააცოცხლეს, ამჯერად უკვე ხანას ხსოვნისადმი პატივისაცემად.
ხანა ენრიკე, ლუისის და მისი მეუღლის, ელენა კოსტას შუათანა შვილი, 2019 წლის აგვისტოში, 9 წლის ასაკში ძვლის კიბოსგან (ოსტეოსარკომა) გარდაიცვალა.
მძიმე დიაგნოზი ხანას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაუსვეს. ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გაეხმაურებინათ ეს ტრაგედია საჯაროდ. იმ პერიოდში ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები "ოჯახური მიზეზების" გამო დატოვა. ხანა მკურნალობას გადიოდა, ოჯახი იმედს არ კარგავდა, თუმცა აგვისტოს ბოლოს პატარა გოგონა გარდაიცვალა.
ლუის ენრიკემ ამ ტრაგედიის შესახებ პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში: "ჩვენი ქალიშვილი ხანა ხუთი თვე გმირულად ებრძოდა სიმსივნეს და დღეს დაგვტოვა. მადლობას ვუხდით ყველას იმ სიყვარულისა და თანადგომისთვის, რაც ამ თვეების განმავლობაში მივიღეთ. გვენატრები და მუდამ გვემახსოვრები, პრინცესა".
ხანას გარდაცვალებამ მსოფლიო სპორტული საზოგადოება შეძრა. ესპანეთის ნაკრებმა და ფეხბურთელებმა მას პატივი მიაგეს მატჩების წინ წუთიერი დუმილით. თავად ენრიკე მწვრთნელობას მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, 2019 წლის ბოლოს დაუბრუნდა. თუმცა, მას შემდეგ, ყოველი ტიტული მისთვის ემოციური მოგონება გახდა.
გუშინდელი მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ თქვა: "ხანაზე ყოველდღე ვფიქრობ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაგებთ. მაგრამ დღეს ისიც მოედანზე იყო. ეს გამარჯვება მისია."