ცნობილი ინფლუენსერისა და მზარეულის თათია თექთურმანიძის ქალიშვილი ელაია თებერვალში 1 წლის გახდა. თათიამ მისი მონათვლა ახლა გადაწყვიტა და ნათლობის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებზე პასუხისას თათიამ დაადასტურა, რომ მეუღლეს დაშორდა. პატარა ელაიას ის თავად ზრდის, ხოლო როდესაც საზღვარგარეთ მიემგზავრება საქმეებზე, თავის დედ-მამასთან ტოვებს, რომლებზეც ელაია გიჟდება.
თათია მალევე ჩადგა ფორმაში მშობიარობის შემდეგ და ფოტოსესიებშიც მალევე დაიწყო მონაწილეობა. ამბობს, რომ დიეტაზე არ არის და არც ორსულობის დროს მოუმატია მკვეთრად წონაში.