დაუჯერეთ ბავშვებს - მშობლები

დაუჯერეთ ბავშვებს

2025-06-01 13:31:36+04:00

ზრდასრულობას ერთი უცნაურობა ახასიათებს — ხშირად, რაც უფრო ვეცნობით სამყაროს, მით უფრო გვავიწყდება, როგორი იყო ცხოვრება მაშინ, როცა თავად ვიყავით ბავშვები. რას ვფიქრობდით, რას განვიცდიდით, რისი თქმა გვსურდა და რა გვინდოდა. გვავიწყდება, თუმცა, ხშირად გვგონია, რომ ახლა ყველაფერი უკვე ვიცით და ბავშვებს ჩვენი გამოცდილება უნდა გავუზიაროთ — რაც შეიძლება მეტი რჩევა-დარიგება გავცეთ, მათ კი, უპირობოდ უნდა დაგვიჯერონ.

ბუნებრივია, მშობლების რჩევებს და გარკვეული წესების განსაზღვრას, ბავშვის აღზრდის პროცესში, შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვების ნათელი, ცნობისმოყვარე და სუფთა გონება უამრავი ჭკვიანური აზრითაა სავსე; რომ მათგან მრავალი სასარგებლო რამის მოსმენაა შესაძლებელი; რომ ისინი უნიკალური პიროვნებები არიან — საკუთარი ინტერესებით, განსაკუთრებული ხედვით, მოსაზრებებით და სურვილებით; და რომ რჩევა-დარიგებები მათი მისამართით არა მხოლოდ უნდა გავცეთ, არამედ, პირიქით — თავადაც მივიღოთ და უკეთ ვისწავლოთ ბავშვების გულისთქმის მოსმენა; რომ ხანდახან, ჩვენც უნდა დავუჯეროთ ბავშვებს.

სწორედ ამ მიზანს ისახავს ბავშვებისთვის და ბავშვური სილაღის მოყვარული დიდებისთვის განკუთვნილი ბრენდის — მინისოს ახალი გზავნილი ბავშვთა დაცვის დღისთვის. აქტივობის ფარგლებში, ბავშვებმა მშობლებისთვის რჩევა-დარიგებები გააზიარეს — ფიქრები, რომლებიც ყველაზე მეტად სურთ, ზრდასრულებმა იცოდნენ და გაითვალისწინონ.

1-1748770048.png2-1748770049.png3-1748770050.png

4-1748770087.png

5-1748770088.png6-1748770089.png

7-1748770169.png

8-1748770171.png

9-1748770204.png

10-1748770250.png

,,ბავშვები და მათი ჯადოსნური სამყარო მინისოსთვის ძალიან ძვირფასი რამაა. გვჯერა, რომ ბავშვებს, ხშირად, დიდებზე ბევრად მეტი ესმით. სამყაროს ბავშვური აღქმა სრულიად განსხვავებულია და ზრდასრულობაში, ეს ხშირად აღარ გვახსოვს ხოლმე. ცხოვრების გადატვირთული რეჟიმი, ტემპი, სირთულეები, ზოგჯერ გვავიწყებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შეხსენება გვსურდა მშობლებისთვის 1 ივნისს. მუდმივად მშობლების მხრიდან გაცემული რჩევებისა და შეგონებების საპირისპიროდ, გადავწყვიტეთ, ამჯერად, ბავშვებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა — საკუთარი აზრები გაეჟღერებინათ და მშობლებისთვის რჩევები მიეცათ; ის, რაც დიდებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხშირად, მხედველობის მიღმა გვრჩება ხოლმე. ამიტომაც, ბავშვებს მარტივი კითხვა დავუსვით: „რას ურჩევდით მშობლებს“? შედეგად, 10 ყველაზე საინტერესო რჩევას თავი მოვუყარეთ და შევქმენით ბავშვების მიერ შედგენილი წესების კრებული — დიდებისთვის.

ბავშვების გონება ხომ კითხვებით, ფერებით, არაჩვეულებრივი დაკვირვებებით და უდიდესი ფილოსოფიითაა სავსე. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ და დავუჯეროთ ბავშვებს — ყველაზე ნათელ, სუფთა და გონებამახვილ ადამიანებს დედამიწაზე” — ამბობს მინისოს კომერციული დირექტორი, მარიამ ჯანჯღავა.

R