ანასტასია ბენდუქიძე შვილების ახალ ფოტოებს აქვეყნებს შემდეგი ტექსტით:
"სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო დროს ძალიან ბევრს ვღელავ, სამყარო ისევე არასტაბილურია, როგორც ჩემი ნერვები. მაგრამ ამ პაწაწინა ქმნილებებისგან სიყვარულის მიღება ერთადერთია, რაც ყველაფერს აუმჯობესებს (თუმცაღა ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ისინი არიან ამ სტრესის მიზეზები). მადლობა ჩემს შესანიშნავ ქმარს, რომ ეს ოჯახი შექმნა ჩემთან ერთად და ჩვენთან არის ჭირსა და ლხინში".
ანასტასიას და ბიზნესმენ ივანე მხეიძეს პატარა გოგონა, ლიანა, 2024 წლის ოქტომბერში შეეძინათ. როგორც ანასტასია წერს, ქალიშვილს ქმრის ბებიის სახელი დაარქვა. "რომ არა ჩემი საოცარი ქმარი, გულწრფელად ვფიქრობ, როგორ შევძლებდი ამ დიდი გოგონას გაჩენას. მე მადლიერი ვარ მისი, რადგან გამუდმებით მაძლევდა ძალას", - წერს ანასტასია.წყვილს უფროსი ვაჟი ალექსანდრე ჰყავს.